აზერბაიჯანი ისრაელის გაზის ბაზარზე შედის

აზერბაიჯანის სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანია SOCAR-მა ისრაელის თამარის გაზის საბადოში 10%-იანი წილის სახით, თავისი პირველი ინვესტიცია განახორციელა. სოკარმა განაცხადა, რომ ეს არის მიზანმიმართული სტრატეგიის ნაწილი, რათა „სტრატეგიული აქტივების წილების უცხო ქვეყნებში“ შეძენით, თავისი არეალი გააფართოოს.

31 იანვარს სოკარმა Union Energy-სგან მისი წილის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა.

ამ სფეროში სხვა ძირითადი დაინტერესებული მხარეებია აშშ-ის ენერგეტიკული გიგანტო Chevron (25%-იანი მფლობელობით), ასევე სხვადასხვა ინვესტორები ინვესტორი ისრაელიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროდებიდან. თამარის ბუნებრივი აირი ძირითადად გამოიყენება ისრაელის შიდა ენერგეტიკული მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ან ექსპორტზე ეგვიპტესა და იორდანიაში – მილსადენების ქსელის მეშვეობით.

ისრაელსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთობის გათვალისწინებით, რომელიც ძირითადად ნავთობისა და იარაღის გაყიდვას ეხება, ეს ინვესტიცია ისედაც მყარ საერთაშორისო პარტნიორობას აძლიერებს.

თამარი ისრაელის სიდიდით მეორე გაზის რეზერვუარია. საბადო ამჟამად აწარმოებს 1,1 მილიარდ კუბურ ფუტს (BCF) გაზს დღეში, სავარაუდო მარაგით 389 მილიარდი კუბური მეტრი (BCM). ფარავს დაახლოებით 100 კვადრატული კილომეტრის ფართობს ჰაიფას დასავლეთით 90 კმ-ზე, გაზი მოიპოვება ექვსი საწარმოო ჭაბურღილიდან. ადრე, „შევრონი“ იყო ერთადერთი კომპანია, რომელსაც ამ მოწყობილობების მართვა შეეძლო.

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. „3+3“ ფორმატზე

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *