
„ვაკვირდებით პროცესებს, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ჯერ საკმარის შედეგებს ვერ ვხედავთ,” – განუცხადა ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალან ბერსემ რადიო თავისუფლებას საქართველოში სადავოდ ქცეული მისი ვიზიტის შედეგების შესახებ. ალან ბერსემ სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მიღებამდე ისაუბრა; „ქართული ოცნების” დელეგაციას, რომლის შეზღუდული უფლებამოსილება აპრილამდე „ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის” და „ყველა პოლიტიკური პატიმრის” გათავისუფლების პირობით ცნეს, ჯერ არ ჰქონდა მიღებული „საპასუხო” გადაწყვეტილება საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობის შეჩერების შესახებ.