
სოციალურ ქსელში Facebook-გვერდმა „მსოფლიო ამბები“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ზელენსკიმ საეკლესიო საბჭოს წევრებთან ერთად განიხილა კანონპროექტი, რომელიც კრძალავს უკრაინის მართლმადიდებლურ ეკლესიას.“
მსგავსი შინაარსის პოსტები Facebook-ის სხვა მომხმარებლებმაც გაავრცელეს. სრული კონტექსტის გარეშე ინფორმაციის აღნიშნული სახით გავრცელება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ უკრაინაში ზელენსკიმ ზოგადად მართლმადიდებლური ეკლესიის ან მართლმადიდებლობის აკრძალვას დაუჭირა მხარი.