
სომხეთ – აზერბაიჯანის დაპირისპირების მშვიდობიან ფაზაში გადასვლის შემდგომ აზერბაიჯანი და თურქეთი – ზანგეზურის დერეფნის გააქტიურებას და საერთაშორისო სატრანსპორტო ქსელებთან ინტენსიურად მიერთებას შეუდგნენ.
პროექტის განხორციელებით, პანთურქული ქვეყნები, აზერბაიჯანის გავლით პირდაპირი სატრანსპორტო არტერიით დაუკავშირდებიან თავიანთ უახლოეს მოკავშირეს – თურქეთს.
იკვრება ევროპასთან დამაკავშირებელი ახალი სატრანსპორტო “რკალი”, რაც რეგიონში ტვითნაკადების ახლებურად გადანაწილდებას გამოიწვევს.
ახალი დერეფნის ფორმირებაში და ევროპულ სივრცესთან სავაჭრო სატრანსპორტო კავშირების გაფართოებაში, საქართველოს გარდა, თითქმის ყველა მეზობელი სახელმწიფო – სომხეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ირანი, ცენტრალური აზიის „ხუთეული“ – გარკვეული დოზითაა დაინტერესებული.
ამ გადმოსახედიდან ბუნებრივია, არსებობს კითხვები:
ხომ არ ყალიბდება საქართველოს გვერდის ავლით აზიის ევროპასთან დამაკავშირებული, ახალი ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფანი?
ხომ არ გამოიწვევს საქართველოს რკინიგზის, ნავსადგურების და ბაქო – თბილისი – ყარსის განშტოებიდან გარკვეული ტვირთნაკადების ზანგეზურის დერეფნის მიმართულებით გადართვას?
ხომ არ იმოქმედებს ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება რეგიონში ტვითნაკადების ახლებურად გადანაწილებაზე და რა როლი ექნება მიკუთვნებული, ასეთ გადანაწილებაში – საქართველოს?
ყველა ამ და სხვა კითხვებზე – „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ გთავაზობთ საკუთარ ანალიტიკას.
მიუხედავათ მეზობელი აზერბაიჯანის და თურქეთის მისწრაფებისა განავითარონ ზანგეზურის დერეფანი, არსებობს რიგი ხელისშემშლელი ფაქტორები, რომლებმაც შესაძლოა დააბრკოლოს დერეფნის ერთიანი კარკასის ჩამოყალიბება, რაც პირველ რიგში პროექტის განხორციელების სინქრონიზაციის დარღვევას და დროში გაჭიანურებას უკავშირდება.
ზანგეზურის დერეფანი (იხ. სქემა) შედგება ხუთი დამოუკიდებელი მონაკვეთისაგან, რომლებზეც სხვადასხვა ინტენისობით მიმდინარეობს მოსამზადებელი და რიგ მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები.
ყარსი-იგდირი-დილუჯუს (ნახიჩევანთან მიერთების არეალი) სარკინიგზო მაგისტრალი ზანგეზურის დერეფნის ძირითადი ნაწილია და თურქეთს აზერბაიჯანთან აკავშირებს. პროექტი განხორციელების ეტაპზეა (სქემაზე ყვითელი პუნქტირითაა მონიშნული). პროექტის ფარგლებში თურქეთი – სარკინიგზო ტრასის 200 კმ ის გასწვრივ, ხუთი ახალი სადგურის – დიგორი, ტუზლუჩა, იგდირი, არალიკი და დილუჯუ. აშენებას გეგმავს. სამუშაოების ძირითადი ნაწილი ამჟამად იგდირში მიმდინარეობს. ორლიანდაგიანი სარკინიგზო ხაზი სრულად ელექტროფიცირებული იქნება, პროექტის დასრულება ხუთ წელიწადშია ნავარადევი. ნახიჩევანის ტერიტორიაზე ყარსი-იგდირი-დილუჯუს პროექტის გაგრძელება, ველიდაგსა და ორდუბადს შორის არსებული 177 კილომეტრიანი, არსებული სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქციას გულისხმობს (სქემაზე მოწითალო პუნქტირითაა მონიშნული).
აზერბაიჯანის ფინანსური სახსრებით, დაგეგმილია ნახიჩევანის ტერიტორიაზე სარკინიგზო მონაკვეთის ერთლიანდაგიანიდად ორლიანდაგზე გადაკეთება.
შემდეგი – ზანგეზურის 45 კმ იანი მონაკვეთი სომხეთის ტერიტორიაზეა განთავსებული. აღნიშნული მონაკვეთი ყველაზე პრობლემურია და მოითხოვს ნულიდან აშენებას (სქემაზე სომხეთის ტერიტორიის გასწვრივ ლურჯი პუნქტირითაა მონიშნული). ზანგეზურის დერეფნის ყველაზე პრობლემურ ნაწილს აზერბაიჯანიდან, სომხეთის სიუნიკის გავლით ნახიჩევანთან დამაკავშირებელი სარკინიგზო – 45 კილომეტრიანი მონაკვეთი წარმოადგენს.
დერეფნის ეს მონაკვეთი სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელიც სადღეისოდ უფუქნქიო მდგომარეობაში და მოითხოვს მხარეთა შეთანხემების საფუძველზე ხელახალ აღდგენას.
მიუხედვათ იმისა, რომ აზერბაიჯანი ინტენსიურად ახორციელებს მომინჯნავე უბნებზე სამშენებლო სამუშაოებს, სომხეთს ამ მიმართულებით ჯერ არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს. პირველ რიგში, ამ მონაკვეთის დასრულების გაურკვევლობა მოიაზრება – სინქრონიზაციის დარღვევაში.
სომხეთის მომიჯნავე შემდგომი აღბენდ-ფიზული-ჰორადიზის 110 კმ მონაკვეთზე 85 კმ უკვე დასრულებულია. მშენებლობას ინტენსიურად აწარმოებს აზერბაიჯანი აწარმოებს (სქემაზე აზერბაიჯანის ტერიტორიის გასწვრივ ლურჯი პუნქტირითაა მონიშნული).
რაც შეეხება, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მომდევნო, ზანგეზურის დერეფნის დამაბოლოებელ ჰორადიზ-ბაქოს მონაკვეთს, სარკინიგზო მაგისტრალი აქ უკვე ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს ახალი დერეფნის სრულ ინტეგრაციას აზერბაიჯანის მთავარ სატრანსპორტო ქსელში (სქემაზე აზერბაიჯანის ტერიტორიის გასწვრივ მოლურჯო პუნქტირითაა მონიშნული).
აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულებული ყარაბახის ომი სომხეთის მხარეს ავალდებულებს, უზრუნველყოს ნახიჩევანის ტერიტორიაზე ტრანსპორტის და ტვირთების დაუბრკოლებლივი გატარება. ფაქტიურად სომხეთი ვალდებულია მოხნას ნახიჩევანისთვის სატრანსპორტო – ეკონომიკური ბლოკადა.
ზანგეზურის დერეფანს დამატებით დინამიზმს მატებს, აზერბაიჯანის მისწრაფება საკუთარ ტერიტორიაზე, სარკინიგზო ინფრასტრქტურის პარალელურად განავითაროს, საავტომობილო მაგისტრალი. პერსპეტივაში – ორივე სარკინიგზო და საავტომობილო მონაკვეთი ახალი დერეფნის შემადგენელი ნაწილი გახდება.
ზანგეზურის დერეფნის პროექტში ჩართული ქვეყნების ინტერესები.
მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, ნახიჩევანის გავლით, ახალი ზანგეზურის დერეფნის ამოქმედებით, ყველაზე მოგებული აზერბაიჯანი გამოდის, რადგანაც ასეთ შემთვევაში, მას ეძლევა ნებისმიერი ტვირნაკადის დივერსიფიცირების შესაძლებლობა, კერძოდ შეეძლება მისთვის მისაღები სატარიფო ინსტრუმენტების გამოყენებით, ტვირთნაკადი თავისი ტერიტორიის გავლით, მიმართოს ან შუა დერეფნით ან ზანგეზურის დერეფნით.
ამიტომ აზერბაიჯანი ახალ დერეფანს განიხილავს არა როგორც შუა დერეფნის ალტერნატივას არამედ როგორ ურთიერთ შემავსებელ დერეფანს.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება თურქეთისათვის, რადგანაც როგორც შუა დერეფნის ბაქო – თბილისი – ყარსის განშტოების, ასევე ზანგეზურის დერეფნის ექსპუატაციაში გაშვების შემთხვევაში, ტვირთების საბოლოო თავმოყრა მოხდება ყარსის სადგურში. რის შემდეგ თურქეთს შეეძლება ყარსში კონსოლიდირებული ნაკადი მიმართოს ევროპის მიმართულებით.
ტვირთნაკადების ყარსში თავმოყრის პირობებში, იზრდება, რეგიონში ყარსის როგორც შემკრებ გამანაწილებელი სატრანსპორტო ლოგისტიკური ცენტრის მიმზიდველობა, რაც თურქეთის აღმოსავლეთ რეგიონების ეკონომიკური უთანაბრობის დაბალანსებას ხელს შეუწყობს.
ზანგეზურის მარშრუტის ექსპლუატაციაში გაშვება სრულად აკმაყოფილებს ცენტრალური აზიის „ხუთეულის“ გეოეკონომიკურ ინტერესებს. რომლებიც ახალი მარშრუტის ამოქმედებით, თურქეთის გავლით ქმნიან, ევროპულ სივრცესთან დამაკავშირებელ – პანთურქული ქვეყნების ალტერნატიულ სატრანსპორტო „რკალს“.
მიუხედავათ მრავალი დღემდე დაურეგულირებელი წინააღმდეგობებისა, ზანგეზურის მარშრუტის ამოქმედება, მომგებიანია სომხეთისთვისაც, რადგანაც სომხეთი ჩიხურიდან გადაიქცევა სატრანზიტო სახელმწიფოდ.
ზანგეზურის დერეფნის გახსნა სომხეთს მნიშვნელოვან სარგებელს ჰპირდება. ქვეყანას ექნება შანსი გახდეს საერთაშორისო ტრანზიტის ნაწილი, დაამყაროს სარკინიგზო კავშირები ირანთან და ასევე აზერბაიჯანის გავლით შეიძინოს უსაფრთხო სახმელეთო კავშირი რუსეთის მიმართულებით.
ეს უკანასკნელი კრიტიკულად მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, რუსეთთან სავაჭრო ბრუნვის მაღალი მოცულობის გათვალისწინებით, სომხეთს, საქართველოს მარშუტთან ერთად გაუჩნდება რუსეთთან დამაკავშირებელი ალტერნატივა.
საქართველოს თავის მხრივ დაკარგავს, ჩვენი ნავსადგურების და რკინიგზის გამოყენებით რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით ნავთოპროდუქტების ძირითად ტრანზიტს.
გარდა ამისა, საავტომობილო ნაკადის რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით სომხეთში გადაზიდვის ალტერნატივის პირობებში, ფინანსურ მიმზიდველობას დაკარგავს 1.2 მილიარდი დოლარით, საქართველოს მიერ დაფინანსებული საქართველო – რუსეთის დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალის და ყაზბეგი – ლარსის გვირაბის მშენებლობობის პროექტი.
რუსეთისთვის ზანგეზურის დერეფანი არა მხოლოდ საქართველოს გვერდის ავლით სომხეთთან უმოკლესი გზით დაკავშირების შესაძლებლობაა, არამედ მოხერხებული წვდომაა, აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით თურქეთისა და ირანის ბაზრებზე, ასევე ახლო აღმოსავლეთში გასასვლელად. რაც სრულად ეწერება რუსეთის მისწაფებაში სხვადასხვა დერეფნების გამოყენებით განავითაროს ჩრდილოეთ – სამხრეთის სატრანსპორტო ღერძი.
მიუხედავათ იმისა, რომ ზანგეზურის დერეფანი ირანის წინააღმდეგობას იწვევს, ირანი ირიბად დაინტერესებულია დერეფნის ამოქმედებით. რაც შეხება წინააღმდეგობას – ირანი გამოკვეთილად ხედავს თურქეთ – აზერბაიჯანის პოლიტიკურ ტანდემს, პროთურქული სახელმწიფოების მათთან ინტერგრირების პირობებში, ირანი აღმოჩნდება სატრანსპორტო პროცესებისგან იზოლირების საფრთხის წინაშე. ირანს ცალსახად არ სურს, თურქეთის მიერ სხვადასხვა სატრანსპორტო ინციატივების წამოყენებით შეასუსტოს რეგიონში საკუთარი როლი. რეგიონში თურქული ფაქტორის გაძლიერებით ადვილად „შთანთქავს“ სომხეთს, ირანის სტრატეგიულ მოკავშირეს სამხრეთ კავკასიაში. ასევე აღსანიშნავია ირანის ეკონომიკური ინტერესები, რომელიც დაზარალდება ნახიჩევანთან სატრანსპორტო კავშირების განბლოკვის შედეგად.
ირანი შემოსავალს იღებს ნახიჩევანისთვის გაზის SWOP ის (გადამისამართემა) სისტემით მიწოდებით. კერძოდ, გაზის მიწოდება ხდება აზერბაიჯანიდან ირანში, ირანი კი იმავე მოცულობებს გადასცემს ნახიჩევანს. მომსახურების საფასურის სახით თეირანი იკავებს აზერბაიჯანული ტრანზიტის 15% – ს. ზანგეზურის დერეფნის გახსნით ირანი ამ მოგების დაკარგვის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ვინაიდან აზერბაიჯანს ექნება შესაძლებლობა შექმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა და პირდაპირ, გაცილებით იაფად მოახდინოს გაზის ტრანსპორტირება თავდაპირველად ნახიჩევანში ხოლო შემდგომ თურქეთსა და ევროპაში.
ბოლო 30 წლის განმავლობაში თურქეთი აზერბაიჯანულზე 45% ით უფრო მაღალი ღირებულებით ყიდულობს გაზს ირანიდან. ზანგეზურის მარშრუტის გახსნის შემთხვევაში ანკარას საშუალება მიეცემა ირანის ნაცვლად აზერბაიჯანიდან ლურჯი საწვავი შუამავლების გარეშე მიიღოს. ამ შემთხვევაში ირანი დიდი კომერციული ზარალის წინაშე აღმოჩნდება.
როდესაც ავღნიშნეთ, რომ ირანი ირიბად დაინტერესებულია ახალი დერეფნის ამოქმედებით, იგულისხმებოდა 2023 წლის ოქტომბერში თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკების შედეგად მიღწეული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს სომხეთის გვერდის ავლით ირანის ტერიტორიით ნახიჩევანში სატრანსპორტო დერეფნის გადმოტანის შესაძლებლობას. უცნობია, თუ რა პირობებით იყო შესაძლებელი თეირანის დაყოლიება ასეთ გარიგებაზე. დიდი ალბათობით, მას დაჰპირდნენ პრივილეგირებული სტატუსის შენარჩუნებას თურქულ – ევროპული მიმართულებით საქონლისა და ენერგორესურსების ტრანზიტის შენარჩუნებაში. აშკარაა, რომ აზერბაიჯანმა გადაწყვიტა, კომპრომისზე წასულიყო ირანთან ზანგეზურის საკითხზე სომხეთის გამუდმებული თავშეკავების გამო, გამოეყენებინა ირანის ტერიტორია ნახიჩევანთან კომუნიკაციისთვის. ზემოთ წარმოდგენილ სახელმწიფო ჩამონათვალში, საქართველელოს გარდა ყველას გააჩნია გარკვეული ეკონომიკური დივიდენდი. ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება ეკონომიკურად დააზარალებს მხოლოდ საქართველოს.
საქართველო ერთადერთი სახელმწიფოა, რომლისთვისაც ზანგეზურის დერეფნის ამოქმედება, გამოიწვევს საქართველოს რკინიგზის, ნავსადგურების და ბაქო – თბილისი – ყარსის განშტოებიდან ტვირთნაკადების ახალი მიმართულებით გადართვას.
დასკვნის სახით – საქართველოს ზანგეზურის დერეფნის ამოქმედების შედეგად ტვირთნაკადების დაკარგვის საშიშროება, უახლოეს 5 წელიწადში არ ემუქრება. ამიტომ მიმდინარე ეტაპზე, ქვეყნის პირველი რიგის ამოცანას, საქართველოს მონაკვეთზე მდგრადი და უსაფრთო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება უნდა წარმოადგენდეს.