
2024 წელს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1,308 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, რაც 13,8%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანის წილმა საქართველოსთან მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 5,6% შეადგინა.
გასულ წელს, საქართველოს ექსპორტის ღირებულება აზერბაიჯანში წინა წელთან შედარებით, 15,9%-ით შემცირდა და მან 724,5 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა (საქართველოს მთლიანი ექსპორტის 11%).
ასევე, 2024 წელს საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8%-ით გაიზარდა და მან 23,435 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ექსპორტი გაიზარდა 7,8%-ით, 6,56 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტი კი, 8,1%-ით და 16,875 მილიარდ დოლარამდე.