ბალტიის ქვეყნები სამუდამოდ ეთიშებიან რუსეთის ელექტრო ქსელს

ბალტიის ქვეყნები – ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა მეზობელი რუსეთისა და ბელორუსის ელექტროენერგიის ქსელს გამოეთიშნენ და ევროკავშირელი მოკავშირეებისკენ გადაერთვებიან.

„ეს არის ფიზიკური გათიშვა რუსეთისა და ბელარუსის ენერგოსისტემაზე ჩვენი დამოკიდებულების უკანასკნელი ელემენტისგან,” – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ Associated Press-თან ინტერვიუში.

Associated Press-ი წერს, რომ ნავთობით და გაზით მდიდარ რუსეთთან ელექტროენერგიით კავშირების გაწყვეტა გეოპოლიტიკური და სიმბოლური მნიშვნელობის ფაქტია. ამ მიმართულებით მუშაობა დაჩქარდა მას შემდეგ, რაც სამი წლის წინ რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ.

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი სამუდამოდ ეთიშებიან რუსეთის ელექტრო ქსელს, – თავის მხრივ, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„რუსეთი ვეღარ გამოიყენებს ენერგორესურსებს შანტაჟის იარაღად. ეს არის თავისუფლებისა და ევროპის ერთიანობის გამარჯვება,“ – წერს კალასი.

ლიეტუვის ელექტრო ქსელი იზოლირებულად, სატესტო რეჟიმში 2023 წლის 22 აპრილს ჩაირთო. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ლიუტუვა ლატვიასთან და ესტონეთთან ერთად, ნავთობის, გაზისა და ელექტროენერგიის ალტერნატიული მიწოდების მოძიებით, მოსკოვზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შემცირებაზეა ფოკუსირებული. ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის ერთ მილიარდ ევროზე მეტი (1,1 მილიარდი აშშ დოლარი) ინვესტიციით ისარგებლებენ.

მსგავსი სტატიები

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

სიმბოლური შეხვედრა, რომელიც შეიძლება, ისტორიული გახდეს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *