გერმანიამ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობტანკერი დააკავა

გერმანული მედიის ცნობით, ბერლინმა დააკავა ტანკერი, რომელიც რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილია.

პარასკევს გერმანული საინფორმაციო ჟურნალი „შპიგელი“ იტყობინება, რომ კონფისკაციის ბრძანება გამოიცა – ნავთობტანკერზე Eventin და მასზე გადაზიდულ 100 000 ტონა ნავთობზე.

თუ ხსენებული ინფორმაცია საბოლოოდ დადასტურდა, გემი და მისზე არსებული დაახლოებით 40 მილიონი ევროს (43,3 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების ტვირთი გერმანიის საკუთრება გახდება. გერმანიის ფინანსთა სამინისტროს სპიკერმა დაადასტურა, რომ Eventin და მისი ტვირთი ჩამორთმეულია. მან შემდგომი ნაბიჯების შესახებ კომენტარი არ გააკეთა.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის “ ჩრდილოვანი ფლოტის” ტანკერი ევროკავშირის ქვეყანამ დააკავა.

ცნობისათვის ,ბალტიის ზღვით, რუსული პორტ უსტ-ლუგადან გადაიზიდება , რუსული საექსპორტო ნავთობის 70% . უსაფრთხოების ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთი ასობით გემს მართავს, რათა თავიდან აიცილოს სანქციები, რომლებიც მისი ნავთობის ექსპორტზე 2022 წელს უკრაინაში შეჭრის გამო დაწესდა.

მსგავსი სტატიები

სიმბოლური შეხვედრა, რომელიც შეიძლება, ისტორიული გახდეს

ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთ-ერთ სადავო ქვიშის კუნძულზე კონტროლი დაამყარა – სახელმწიფო მედია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *