დანიელი ქალებისთვის ჯარი სავალდებულო გახდება

დანიელებმა გამოაცხადეს, რომ მომდევნო წლიდან ჯარში წასვლა ქალებისთვისაც სავალდებულო გახდება და ჯარის ხანგრძლივობა 4 თვიდან 11 თვემდე გაიზრდება. ეს გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, რუსული საფრთხის გაძლიერებით არის გამოწვეული და იგივე თავის ტკივილი დანიის გარდა, რუსეთის მეზობლად მდებარე სხვა ქვეყნებშიც საგრძნობლად შეიმჩნევა.

თუმცა, ეს ცვლილება არ ნიშნავს იმას, რომ უკლებლივ ყველა დანიელი ქალისთვის სავალდებულო გახდება ჯარი. პირველ რიგში, მოხალისეებს მიეცემათ საშუალება ჯარში წასვლისა და თუ მოხალისეები საკმარისი რაოდენობით არ გამოჩნდნენ, აი, აქ უკვე ქვეყანა შემთხვევითობის პრინციპით გამოიძახებს ჯარისქალებს.

ევროპული ქვეყნები ერთმანეთის მიყოლებით ცდილობენ, არსებულ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს მსწრაფლ ააყოლონ ფეხი და საკუთარ, ასევე, ევროპის უსაფრთხოებაზე იზრუნონ. დანიის გარდა, შვედეთში კარგა ხანია, უკვე ჯარში ქალებიც მიჰყავთ, ასევეა ნორვეგიაში. ამ თემაზე აქტიურად მუშაობენ პოლონეთშიც, კერძოდ, დონალდ ტუსკის განცხადებით, 2027 წლიდან, ყოველწლიურად, 100.000-მდე პოლონელი უნდა გადაამზადონ. კიდევ უფრო მეტი მოხალისის მოზიდვაზე ალაპარაკდა ემანუელ მაკრონიც.

 

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. „3+3“ ფორმატზე

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *