ენერგეტიკა, ფინანსური თანამშრომლობა: რაზე შეთანხმდა სომხეთი გერმანიასთან

სომხეთისა და გერმანიის მთავრობებს შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ამის შესახებ სომხეთის ეკონომიკის სამინისტროდან NEWS.am-ს აცნობეს. შეთანხმებას ხელი მოაწერეს, გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

სომხეთისა და გერმანიის პრეზიდენტები ენერგეტიკის სფეროში ერთობლივი პროგრამების განხორციელებას ხაზს უსვამენ.

ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ორშაბათს პრეზიდენტის რეზიდენციაში მიიღო ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ენერგეტიკის სექტორში ერთობლივი პროგრამების განხორციელების მნიშვნელობას, ახალი პერსპექტივების შექმნისა და პარტნიორული კავშირების განმტკიცების მიზნით.

ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა, გააგრძელოს ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც დაფუძნებულია კონსტრუქციულ დიალოგზე, ურთიერთსასარგებლო ინიციატივებსა და ძლიერ თანამშრომლობაზე.

შტაინმაიერმა ასევე განაცხადა სომხეთში ვიზიტისას, რომ ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი კაია კალასი მალე ეწვევა სომხეთს და რომ სომხეთი და ევროკავშირი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ახალი პარტნიორობის დღის წესრიგზე. გერმანიის პრეზიდენტის თქმით, სომხეთ-ევროკავშირის კავშირების განვითარება ხელს შეუწყობს სომხეთის ეკონომიკურ განვითარებას.

 

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. „3+3“ ფორმატზე

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *