ერთ ბრიტანულ ატომურ წყალქვეშა ნავს რუსეთის 40 ქალაქის ძალიან სწრაფად განადგურება შეუძლია – კონტრ-ადმირალი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა განაცხადა, რომ რუსეთს ბრიტანული Trident პროგრამის – გაერთიანებული სამეფოს ბირთვული შემაკავებელი საშუალებების განლაგებისა და ექსპლუატაციის სისტემის ეშინია. 

აღნიშნული პროგრამა მოიცავს ოთხ სტრატეგიულ წყალქვეშა ნავს, რომლებიც აღჭურვილია რაკეტებითა და ქობინებით.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, კრემლი აღიარებს ლონდონის ბირთვულ შესაძლებლობებს.

„მნიშვნელოვანია, რომ მათ გააცნობიერონ, რომ ეს ნამდვილად საიმედო სისტემაა,“ – აღნიშნა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, The Telegraph-ის ცნობით.

თავის მხრივ, სამეფო საზღვაო ძალების გადამდგარმა კონტრ-ადმირალმა კრის პარიმ გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ ერთ ბრიტანულ ატომურ წყალქვეშა ნავს ოთხი ათეული რუსული ქალაქის განადგურება შეუძლია. პარიმ ხაზი გაუსვა, რომ სამეფოს ბირთვულ ძალებს შეკავების ძლიერი უნარები აქვს.

მანვე აღნიშნა, რომ ეს არის იარაღის ერთადერთი სისტემა, რომელიც რუსეთის ფედერაციას აწუხებს.

ფლოტის ხანდაზმულობის მიუხედავად, კონტრ-ადმირალი (რედ. ადმირალთა პირველი წოდებულება) კრის პარი, რომელიც სამეფო ფლოტში 37 წლის განმავლობაში – 1972 წლიდან 2008 წლამდე მსახურობდა, სრულად ეთანხმება პრემიერ მინისტრის მოსაზრებას, რომ Trident წყალქვეშა ნავები ნამდვილად აშფოთებთ რუსებს.

„ერთ Trident წყალქვეშა ნავს აქვს უნარი, 40 რუსული ქალაქი ძალიან სწრაფად გადაწვას. ეს პუტინისთვის დამაფიქრებელია და ამან უნდა შეაშინოს ნებისმიერი მსოფლიო ლიდერი,” – განუცხადა მან The Telegraph-ს.

ცნობისთვის, Trident-ი შედგება ოთხი წყალქვეშა ნავისაგან HMS Vanguard, Victorious, Vigilant და Vengeance. HMS Vanguard ექსპლუატაციაში შევიდა 1993 წელს, ხოლო უკანასკნელი – 1999 წელს.

თითოეულ წყალქვეშა ნავს შეუძლია 16-მდე ბალისტიკური რაკეტის ტარება, ის დატვირთული 12 დამოუკიდებლად დამიზნებული ქობინით. თეორიულად, ეს ნიშნავს, რომ ერთ გემს შეუძლია, პოტენციურად, 192 ქობინი უზრუნველყოს ერთ ზალპში, თუმცა გაერთიანებული სამეფოს ამჟამინდელი პოლიტიკა თითოეულ წყალქვეშა ნავზე ქობინების რაოდენობას 48-მდე ზღუდავს.

ერთ-ერთი ასეთი წყალქვეშა ნავი ყოველთვის ზღვაზე უნდა იყოს განლაგებული, რასაც უწოდებენ “მუდმივ შეკავებას ზღვაზე”. ეს სტრატეგია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ქვაკუთხედია და ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიაა. დანარჩენი ორი წყალქვეშა ნავი ფუნქციონირებს და მათი განლაგება მოკლე დროშია შესაძლებელი. მეოთხე კი, რეგულარული მეთვალყურეობის ქვეშაა. 

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. „3+3“ ფორმატზე

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *