ირანი TRACECA-ს ფარგლებში, ირან-აზერბაიჯან-საქართველოს სატრანზიტო დერეფნის შექმნას გეგმავს

ირანი TRACECA-ს ფარგლებში ირან-აზერბაიჯან-საქართველოს სატრანზიტო დერეფნის შექმნას გეგმავს.  ამის შესახებ ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრის მრჩეველმა ამინ ტარაფომ განაცხადა.

ტარაფომ აღნიშნა, რომ ინიციატივა ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრის, ფარზანა სადიკის, აზერბაიჯანში ბოლო ვიზიტის დროს გაცხადდა და ოფიციალური პირების მხრიდან მოწონება დაიმსახურა.

მისი თქმით, წელს ირანის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრი TRACECA IGC-ს უხელმძღვანელებს.

გარდა ამისა, ტარაფომ ხაზი გაუსვა, რომ ირანსა და თურქმენეთს შორის შესაძლოა დაიდოს შეთანხმება საგზაო რუკაზე, რაც გულისხმობს სატრანზიტო მიმოსვლის მოცულობის წელიწადში 20 მილიონ ტონამდე გაზრდას.

TRACECA არის საერთაშორისოდ აღიარებული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის აუზის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში ეკონომიკური ურთიერთობების, ვაჭრობისა და სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარებას.

TRACECA-ს საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი მოიცავს ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ ძირითად მრავალმხრივ შეთანხმებაში (BMA TRACECA) მონაწილე 14 ქვეყნის სატრანსპორტო სისტემას: აზერბაიჯანი, სომხეთი, ბულგარეთი, საქართველო, ირანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, რუმინეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი, თურქეთი, უკრაინა, უზბეკეთი.

  • მსგავსი სტატიები

    შუა დერეფნის ფარგლებში თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ საქართველო კოპერს ზღვით დაუკავშირდებოდა – სლოვენია

    შუა დერეფნის რეგიონული სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *