კაია კალასი: სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ: თუ აშშ სავაჭრო ომს დაიწყებს, ერთადერთი, ვინც გაიცინებს, ჩინეთია

„ყურადღებით ვუსმენდით ამ სიტყვებს და, რა თქმა უნდა, ჩვენც, ჩვენი მხრიდან, ვემზადებით. ცხადია ის, რომ სავაჭრო ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ,“ – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის წინ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

კალასმა ევროკავშირის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებაზე დონალდ ტრამპის განცხადებასთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.

„თუ აშშ სავაჭრო ომს დაიწყებს, ის, ვინც გაიცინებს ჩინეთი იქნება. ჩვენ ძალიან ურთიერთდაკავშირებულები ვართ. ჩვენ გვჭირდება ამერიკა და ამერიკასაც ვჭირდებით ჩვენ“, – აღნიშნა კალასმა. კალასის თქმით, ტარიფები ზრდის ხარჯებს და აზარალებს მომხმარებლებს.

მსგავსი სტატიები

სიმბოლური შეხვედრა, რომელიც შეიძლება, ისტორიული გახდეს

ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთ-ერთ სადავო ქვიშის კუნძულზე კონტროლი დაამყარა – სახელმწიფო მედია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *