მასკის Starlink-ი სომხეთშიც ამოქმედდა

სომხეთში ილონ მასკის კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტის ქსელი Starlink-ი ამოქმედდა. სომხეთის მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის მინისტრის, მხითარ ჰაირაპეტიანის განცხადებით, სწრაფი და საიმედო ინტერნეტით სარგებლობა უკვე ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან, მათ შორის ყველაზე მიუდგომელი რეგიონებიდანაცაა შესაძლებელი.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ Starlink-ის აბონენტებს შეუძლიათ, სერვისით ისარგებლონ სომხეთის რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, „ბუნების წიაღში, მთებში, მინდვრებში, ტყეებში, დარჩნენ უშუალო კონტაქტში სამყაროსთან და ბუნებასთან.“

Starlink მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე სატელიტური ფართოზოლოვანი ინტერნეტ სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან, დაბალი დაყოვნების მქონე ფართოზოლოვან ინტერნეტს მთელს მსოფლიოში, მათ შორის იმ ადგილებში, სადაც ინტერნეტ კავშირი დაბალი საიმედოობის, უხარისხო ან სრულიად მიუწვდომელია.

X-ზე ასევე გამოეხმაურა სატელიტური ინტერნეტის გაშვებას თავას მასკიც.

„Starlink-ი ახლა უკვე სომხეთშიცაა! ჩვენი მიზანია, პლანეტის ნებისმიერი წერტილი დავაკავშიროთ სწრაფ ინტერნეტთან. მომავალი ციფრულია,“ – წერს მასკი. ის ამბობს, რომ Starlink-ის მისია არამხოლოდ ურბანული, არამედ, ყველაზე მიყრუებული ადგილების ციფრულ სამყაროში ინტეგრაციაა.

საქართველში სტარლინკი 2023 წლიდან არის ხელმისაწვდომი.

მსგავსი სტატიები

ევროკავშირი „რადიო თავისუფალი ევროპის“ მხარდასაჭერად €5.5 მილიონს გამოყოფს

ტრამპმა $175 მილიარდის „ოქროს გუმბათის“ პროექტი დაამტკიცა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *