მოლდოვა ერთიანი ევროგადახდების სივრცეს შეუერთდა

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ წერს, რომ მოლდოვა ერთიანი ევროგადახდების სივრცეში (SEPA) გაწევრიანდა.

ამის შესახებ სანდუმ X-ზე დაწერა.

“შესანიშნავი ახალი ამბავი მოლდოველებისთვის! დღეს, ევროპული გადახდების საბჭომ დაამტკიცა მოლდოვას გაწევრიანება ერთიანი ევროგადახდების სივრცეში (SEPA). ეს ნიშნავს უფრო სწრაფ, უფრო მარტივ და უფრო იაფ ევროს გადახდებს ევროპის გარშემო, იქნება ეს ფულის სახლში გაგზავნისა თუ ბიზნესის კეთების მხრივ.

კიდევ ერთი ნაბიჯით ახლოს EU-სთან,” – წერს სანდუ.

SEPA ევროგადახდების სისტემაა, რომელიც ევროში განხორციელებული საბანკო ტრანზაქციების გამარტივებას ისახავს მიზნად და ევროევროზონის ქვეყნებსა და ევროზონის მიღმა ზოგიერთ ქვეყანას მოიცავს.

მსგავსი სტატიები

სიმბოლური შეხვედრა, რომელიც შეიძლება, ისტორიული გახდეს

ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთ-ერთ სადავო ქვიშის კუნძულზე კონტროლი დაამყარა – სახელმწიფო მედია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *