ოკუპირებული რეგიონის ე.წ. პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ადრე თუ გვიან მოუწევს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება

კრემლის პროპაგანდისტულ მედია TACC-თან ინტერვიუში, ოკუპირებულმა აფხაზეთის ე.წ. არჩეულმა პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან აფხაზეთის “მეზობელს” მოუწევს რეალობის მიღება.

“რაც შეეხება საქართველოს, რა თქმა უნდა ვაგრძელებთ ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მოწესრიგებაზე მუშაობას საქართველოს მიერ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარებისა და ძალის გამოუყენებლობის ფუნდამენტური დოკუმენტების ხელმოწერის კონტექსტში. ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო მსგავსი ნაბიჯების გადადგმისთვის მზად არის.” “ადრე თუ გვიან ჩვენს მეზობელს (საქართველოს) მოუწევს გაიაზროს და მიიღოს რეალობა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით.”

პირველ მარტს გუნბამ დეფაქტო აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა. არალეგიტიმურ არჩევნებამდე ასლან ბჟანიას თანაგუნდელს მოსკოვიდან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა. მეორე ტურში გამარჯვების შემდეგ გუნბა ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

 

 

მსგავსი სტატიები

როგორ აგრძელებს რუსეთი საზღვაო ბაზის მშენებლობას მის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ 2020 წელს უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუა თავისუფალია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *