
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ალექსი მამულია და ივანე ჯაფიაშვილი.
მანამდე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა გაავრცელა ცნობა, რომ ქართულ მხარეს გადასცა ე.წ. საზღვრის „ორი დამრღვევი.“
ისინი 2024 წელს დააკავეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნიქოზთან ორი მოქალაქის დაკავებაზე ინფორმაცია 26 დეკემბერს გაავრცელა.
ამჟამად, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში საქართველოს ექვსი მოქალაქეა.