
ევროპულ სივრცესთან სატრანსპორტო კავშირებადობის გაძლიერების ერთ – ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას, საზღვაო მარშრუტების დახმარებით საბორნე გადაზიდვების კომპონენტის განვითარება წარმოადგენს.
სადღეისოდ ბალტიის ზღვის აუზის ნავსადგურებს შორის საბორნე გადაზიდვებისათვის განვითარებული სერვისებია დანერგილი. ამჟამად ბალტიის ზღვის არეალში 70 მდე რეგულარული Ro – Ro, Ro – Pax და საკრუიზო საბორნე მარშრუტები ფუნქციონირებს.
შედარებისთვის, შავ ზღვის აუზის ნავსადგურებს შორის გარკვეული სტაბილურობით, ძირითადად Ro – Ro, Ro – Pax ტიპის, მხოლოდ 10 მდე რეგულარული საბორნე მარშრუტი ფუნქციონირებს. რაც შეეხება შავ ზღვის არეალში საკრუიზო საბორნე გადაზიდვის კონცეფციის განხორციელებას, მიუხედავად მრავალი მცდელობისა დღემდა ყველა უშედეგოდ დასრულდა.
ორივე საზღვაო აუზში საბორნე გადაზიდვების მარშრუტების ინტენსიობებს შორის საგრძნობი დისბალანსი, პირველ რიგში შავი ზღვის რეგიონში დაბალ კავშირებადობაზე მიუთითებს.
ბუნებრივია ამ მარტივი შედარების საფუძველზეც შესაძლოა გაკეთდეს დასკვნა, შავ ზღვაზე საბორნე გადაზიდვების პოტენციალის შედღუდულ გამოყენებასთან დაკავშირებით.
რა ტიპის ხელშემშლელი მიზეზები არსებობს შავი ზღვის არეალში საბორნე გადაზიდვების შესაძლებლობების რეალიზებისას, გთავაზობთ ჩვენ ანალიტიკას.
შავ ზღვაზე საბორნე გადაზიდვების ხელშემშლელი მიზეზების დასადგენად, როგორც ალტერნატივა გვინდა შემოგთავაზოთ ბალტიის ზღვის აუზის ნავსადგრებს შორის საბორნე გადაზიდვების განვითარების შედარებითი ანალიზი.
საბორნე სერვისების კუთხით, ამ ორი საზღვაო აუზის ქვეყნებში მიმდინარე პროცესების შედარება ნათლად წარმოაჩენს, შავ ზღვაზე საბორნე გადაზიდვების განვითარების მიმართულებთ გადასადგემელი ნაბიჯების აუცილებლობას.
ხასგასმით უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთ – უკრაინის დაპირისპირებამ, კიდევ უფრო გაართულა შავი ზღვის რეგიონში საბორნე გადაზიდვების მარშრუტების განვითარების ტენდენციები.
ერთ – ერთი მიზეზი, შავი ზღვის რეგიონში არასტაბილური პოლიტიკური გარემოა.
სწორედ პოლიტიკური არასტაბილურა იყო ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი, როდესაც ისეთმა ცნობილმა ევროპულმა საბორნე გადამზიდავმა, როგორიც შვედური კომპანია Stena Line ია, წარუმატებელი მცდელობის შემდეგ დატოვა შავი ზღვის რეგიონი.
ცნობისათვის Stena Line მსოფლიოში ერთ – ერთი უმსხვილესი გადამზიდავი კომპანიაა, რომელიც ევროპის სხვადასხვა საზღვაო არეალებში სატვირთო და სამგზავრო საბორნე მომსახურებას ახორციელებს.
გარდა პოლიტიკური არასტაბილურობისა, შავ ზღვაზე საბორნე გადაზიდვების განვითარებას ეკონომიკური ფაქტორებიც ზღუდავს.
ორივე საზღაო აუზში საბორნე ოპერაციების ეკონომიკური ფაქტორებით შედარება უფრო დამაჯერებელს გახდის უპირატესობას, რომელიც ბალტიის აუზის გადაზიდვებს ახასიათებს.
ანალიზისათვის, სანაოსნო კომპანია უკრფერის კუთვნილი სარკინიგზო Ro – Pax ის ტიპის ბორნის Vilnius Seaways შედარებაა მოყვანილი, რომელიც ერთ დროს ბალტიის ზღვაზე, სადღეისოდ კი შავი ზღვის აუზში დაცურავს.
მთელი წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს ერთნაირი რაოდენობის რეისების ორივე აუზში გადაანგარიშებით, ბორნის ოპერირება შავ ზღვაზე წელიწადში 2.5 მლნ დოლარით უფრო ძვირი ჯდება ვიდრე ბალტიის ზღვაზე.
ბუნებრივია ისმის კითხვა რა განაპირობებს ერთი და იგივე გემის სხვდასხვა საზღვაო არეალებში ოპერირების ფასების შესამჩნევ განსახვავებას? პასუხი მარტივია – პირველ რიგში, შავი ზღვის ნავსადგურებში, კერძოდ საქართველოს ნავსადგურებში სანავსადგურე მოსაკრებლის სიძვირე.
მაგალითისათვის, ბალტიის ზღვის ნავსადგურებში მხოლოდ სანავსადგურე მოსაკრებელი საშუალოდ 5 ჯერ ნაკლებია, ანალოგიურ მოსაკრებელზე შავი ზღვის ნავსადგურებში.
- ვრცლად გაეცანით სტატიას
დასკვნი სახით – შავ ზღვაში საბორნე გადაზიდვების ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: ბალტიის ქვეყნების მაგალითზე საბორნე გადაზიდვებისთვის სანავსადგურე მოსაკრებლის პროგრესული დისკონტირების სისტემის დაწესება.
საბორნე ტერმინალების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და საბორნე გემების დამუშავების ტექნოლოგიის სრულყოფა.