საქართველო მალე დაიწყებს შავი ზღვის კაბელის პროექტის გეოტექნიკურ კვლევებს – მინისტრის მოადგილე

საქართველო მალე დაიწყებს შავი ზღვის კაბელის პროექტის გეოტექნიკურ კვლევებს, რომელიც აზერბაიჯანიდან ევროპას მწვანე ენერგიას მიაწვდის, განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ, 58-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ სემინარზე სიტყვით გამოსვლისას, იტყობინება Trend-ის სპეციალური კორესპონდენტი მილანიდან.

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელით, სამხრეთ კავკასიის ქსელი ინტეგრირებული იქნება ევროპულ ქსელთან. შავ ზღვაში წყალქვეშა კაბელის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. პირველად რომ გავიგეთ, ცოტა უცნაური იყო. მაგრამ შემდეგ, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის და ევროპაში ენერგეტიკული კრიზისის გამო, პროექტი ძალიან პოპულარული თემა გახდა. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა დაფინანსდა მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხით და ის უკვე არსებობს.

ჩვენ ასევე ავიღეთ სესხი გეოტექნიკური კვლევებისთვის შავი ზღვის ფსკერის შესასწავლად და ეს სამუშაო ძალიან მალე დაიწყება,“ – განაცხადა გუნცაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება და ენერგეტიკული დამოუკიდებლობა დიდი ხანია საქართველოსთვის პრიორიტეტულია.

„ჩვენ მრავალი წლის წინ ვისწავლეთ, რომ მნიშვნელოვანია ენერგომომწოდებლების დივერსიფიკაცია. ამ ეტაპზე, ჩვენი ენერგიის გამომუშავების თითქმის 80% მწვანე ჰიდროენერგიაა და არსებობს ჰიდროენერგიის, ასევე მზის და ქარის ენერგიის გამოყენების დიდი პოტენციალი,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ასევე წაიკითხეთ: რა ეტაპზეა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტთან დაკავშირებული სამუშაო

  • მსგავსი სტატიები

    ევროკავშირი „რადიო თავისუფალი ევროპის“ მხარდასაჭერად €5.5 მილიონს გამოყოფს

    ტრამპმა $175 მილიარდის „ოქროს გუმბათის“ პროექტი დაამტკიცა

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *