საქართველო შავი ზღვის რეგიონის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია – ჰოჯესი

„ამერიკამ ვერ შეძლო, ჰქონოდა ნათელი სრატეგია ფართო შავი ზღვის რეგიონისადმი. საქართველო შავი ზღვის რეგიონის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. სტრატეგიულად რომ მივდგომოდით, საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან, თურქეთთან, მოლდოვასთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან- მთელ რეგიონთან, გაცილებით მეტს ვიფიქრებდით ჩვენს ურთიერთობებზე.

ახლა მაქვს განცდა, რომ საკმარისი არ გავაკეთეთ. უნდა ჩაგვედო გაცილებით მეტი ინვესტიცია საქართველოს ინფრასტრუქტურაში, ახალგაზრდა ქართველების ნიჭის განვითარებაში, დემოკრატიული მცდელობების განვითარებაში. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ყოველთვის ძალიან კარგი ელჩები გვყავდა წარგზავნილი, ჩვენმა [ამერიკის] მთავრობამ სტრატეგიულად არ იფიქრა საქართველოზე, რამაც რუსეთს და “ქართული ოცნებაში” კრემლისადმი სიმპათიით, თუ შიშით განწყობილებს, ძალაუფლების ხელში ჩაგდების შანსი მისცა.

ვფიქრობ, რომ, რა თქმა უნდა, ქართველის ხალხისთვის უდიდესი საფრთხე ახლა თავისივე მთავრობისგან მოდის, რომელსაც არ სურს ლეგიტიმური დემოკრატიული რეფორმები. ამით კი კრემლი იმას იღებს, რაც სურს- გააკონტროლოს რას მოიმოქმედებს, ან არ მოიმოქმედებს საქართველო და შეაჩეროს და საქართველოს განგრძობითი სვლა დასავლეთისკენ. ესაა საფრთხე, რაც ქართველი ხალხის წინაშეა,“ – ამერიკის არმიის თადარიგის გენერალი ბენ ჰოჯესი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

 

მსგავსი სტატიები

სიმბოლური შეხვედრა, რომელიც შეიძლება, ისტორიული გახდეს

ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთ-ერთ სადავო ქვიშის კუნძულზე კონტროლი დაამყარა – სახელმწიფო მედია

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *