ტრამპი აცხადებს, რომ “მშვიდობის დამამყარებელი” იქნება – როგორ ხვდებიან მის დაპირებას კონფლიქტის ზონებში?

წყარო – რადიო თავისუფლება

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად ინაუგურაციისას, დონალდ ტრამპის დაპირებებს შორის იყო განცხადება, რომ იგი იქნება “მშვიდობის დამამყარებელი”.

“ჩვენს წარმატებას გავზომავთ არა მხოლოდ მოგებული ბრძოლებით, არამედ ომებით, რომლებსაც დავასრულებთ. და, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, ომებით, რომლებშიც არასოდეს ჩავერთვებით”, – თქვა ტრამპმა.

მისი განცხადებები მიემართება იმედებსაც და შიშებსაც კონფლიქტის ზონებში, მსოფლიოს გარშემო.

მშვიდობა სასურველია უკრაინელებისთვის, რომლებიც რუსეთის შეჭრით დაწყებული,სასტიკი ომის პირობებში ცხოვრობენ უკვე მესამე წელია. ასევეა ახლო აღმოსავლეთშიც – იქაც ბევრი ხალხი იმედოვნებს კონფლიქტის დასრულებას.

თუმცა ტრამპს არ უსაუბრია დეტალებზე, როგორ იქნება მშვიდობა ჯერ მიღწეული და შემდეგ შენარჩუნებული.

მსგავსი სტატიები

რა უშლის ხელს შავ ზღვაზე საბორნე გადაზიდვების პოტენციალის რეალიზებას

ტრანსავღანური მარშრუტი – რუსული ხაფანგი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *