ტრამპმა რუტესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ-ს გრენლანდია სჭირდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ აშშ-ს გრენლანდია სჭირდება, რადგან კუნძულის სტრატეგიული მდებარეობა მსოფლიო უსაფრთხოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ამ დებატებში მას არ სურს NATO-ს ჩათრევა.

„იცით, მარკ ეს გვჭირდება, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის, არამხოლოდ უსაფრთხოების, არამედ, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის. ბევრი საყვარელი მოთამაშე გვყავს, სანაპიროს გარშემო რომ მოძრაობენ და ფრთხილად უნდა ვიყოთ,“ – უთხრა ტრამპმა რუტეს თეთრს სახლში, ოვალურ კაბინეტში მოლაპარაკების დროს.

„თქვენთან ვისაუბრებთ,“ – განუცხადა ტრამპმა რუტეს. პირდაპირ შეკითხვაზე ანექსიის პერსპექტივის შესახებ, ტრამპმა უპასუხა, რომ „ვფიქრობ, ეს მოხდება.“

20 იანვარს თანამდებობის დაკავების შემდეგ, ტრამპმა გრენლანდიის ანექსია თავის ერთ-ერთ მთავარ თემად აქცია. 13 თებერვალს მან განაცხადა, რომ NATO-მ შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოს კუნძულის – დანიის ნახევრად ავტონომიური ტერიტორიის დაკავების მცდელობაში.

ამ კომენტარებს მწვავე უარყოფა მოჰყვა გრენლანდიის პრემიერმინისტრის მხრიდან.

„აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ახსენა ჩვენი ანექსიის იდეა,” – წერს მუნე ეგედე.

NATO-სა და დანიის საელჩოს წარმომადგენლებმა ვაშინგტონში დაუყოვნებლივ არ უპასუხეს თხოვნას კომენტარისთვის. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ გრენლანდიელთა უმეტესობა ეწინააღმდეგება შეერთებულ შტატებთან შეერთებას, თუმცა უმეტესობა დანიისგან საბოლოო დამოუკიდებლობის მომხრეა.

გრენლანდიის ოპოზიციურმა პარტია Demokraatit-მა, რომელსაც სურს, დანიისგან დამოუკიდებლობის მოპოვებას შეეცადოს, 12 მარტის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნები კარგი იყო აშშ-სთვის.

  • მსგავსი სტატიები

    მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. „3+3“ ფორმატზე

    ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *