უკრაინული ენერგოგიგანტი – DTEK 468 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს შავ ზღვაში ქარის ელექტროსადგურის გაფართოებაში

უკრაინის უმსხვილესმა კერძო ენერგეტიკული კომპანია DTEK-მა 22 იანვარს გამოაცხადა გეგმები იმის შესახებ,  რომ განახორციელებს 450 მილიონი ევროს (468 მილიონი აშშ დოლარი) ინვესტიციას შავი ზღვის სანაპიროსთან, ტილიგულსკის ქარის ელექტროსადგურის გაფართოებაში.

DTEK, რომელიც უკრაინის უმდიდრეს ადამიანს, რინატ ახმეტოვს ეკუთვნის, უკრაინის ელექტრო ქსელზე რუსეთის საჰაერო თავდასხმების გამო, 2024 წელს წარმოების სიმძლავრის თითქმის 90% დაკარგა.

კომპანიამ განაცხადა, რომ კრედიტორებთან მიაღწია დაფინანსების შეთანხმებას 64 ქარის ტურბინის შესაძენად.

საუბარია დანიელ მწარმოებელ Vestas-ზე, რომელიც ტურბინების წარმოებაში მსოფლიო ლიდერია. „პროექტი მიზნად ისახავს ქარის ელექტროსადგურის სიმძლავრის ოთხჯერ გაზრდას, 114 მეგავატიდან (მგვტ) 500 მეგავატამდე,“ განაცხადა DTEK-მა. პროექტი, სავარაუდოდ, 2026 წლის ბოლოს დასრულდება და ყოველწლიურად, 900 000 უკრაინული სახლის მომარაგებისთვის საჭირო ენერგიას გამოიმუშავებს.

მსგავსი სტატიები

სიმბოლური შეხვედრა, რომელიც შეიძლება, ისტორიული გახდეს

ზელენსკი: პუტინის განცხადება მანიპულაციურია, მათ ომი სჭირდებათ, საჭიროა სანქციები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *