უნგრეთის ვეტოს დაძლევის შემდეგ, ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდა

ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, რუსეთს კიდევ ექვსი თვით გაუხანგრძლივონ დაწესებული სანქციების ვადა. გადაწყვეტილება ელჩების დონეზე მიიღეს.

ევროკავშირმა შეძლო უნგრეთის ვეტოს დაძლევა, მედია იუწყებოდა, რომ უნგრეთი სანქციების სიიდან რვა ადამიანის ამოღებას ცდილობდა, შეთანხმების კომპრომისული ვარიანტი ოთხი ადამიანის ამოღებას ითვალისწინებდა.

Reuters-ის თანახმად ელჩები შეთანხმდნენ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე და სიიდან ამოიღეს სამი გარდაცვლილი ადამიანი. უნგრეთის ზეწოლის მიუხედავად, სიაში დარჩა რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანი.

საფინანსო კონცერნ “ალფა-ჯგუფის” თანამფლობელი მიხაილ ფრიდმანი ლუქსემბურგის ხელისუფლებას სთხოვს თითქმის 16 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდას. ფრიდმანს მიაჩნია, რომ ლუქსემბურგის ხელისუფლებამ, ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, უკანონოდ მოახდინა მისი აქტივების კონფისკაცია.

წყაროების თანახმად, ფრიდმანის მიერ მოთხოვნილი კომპენსაციის ეს ოდენობა სათუოა, ვინაიდან ზუსტად ვერ ფასდება – ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიზნესმენი ვერ ქირაობს ექსპერტ-შემფასებლებს ევროკავშირში, ხოლო მის ლუქსემბურგულ კომპანიებს ეკრძალებათ მასთან ფინანსური ინფორმაციის გაზიარება.

  • მსგავსი სტატიები

    ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

    სიმბოლური შეხვედრა, რომელიც შეიძლება, ისტორიული გახდეს

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *