ფაშინიანი: სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარება დღეს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში არ შედის

„ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, რომ სომეხთა გენოციდის საერთაშორისო აღიარება დღეს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებში არ შედის.“ ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თურქულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ეს არის ოფიციალური ფორმულირება, მაგრამ ამ კონტექსტში არის საკითხები, რომელთა გარკვევაც ძალიან არსებითი და მნიშვნელოვანია და მე ძირითადად მუდმივად ვსაუბრობ ამ საკითხებზე სამუშაო რეჟიმში, როგორც სომხეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ჩვენს თანამემამულეებთან საუბრისას და ვფიქრობ, ეს კარგი შესაძლებლობაა, ამაზე საჯაროდ ვისაუბროთ. 

ძალიან მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ სომხეთში და სომხებში ეს უდავო ჭეშმარიტებაა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამის უარყოფა ანუარყოფა ჩვენს რეალობაში უბრალოდ შეუძლებელია, რადგან ეს ყველა ჩვენთაგანისთვის უდავო ჭეშმარიტებაა, მაგრამ ამაზე არ არის საუბარი. მინდა, პირდაპირ გითხრათ, თუ არ ვცდები, იმ სიტყვის შესახებ, რომელიც ახლახან მიუნხენში სომხებთან შეხვედრისას წარმოვთქვი:

ძვირფასო თანამემამულენო, როცა შორეული ქვეყნის პარლამენტი ან მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, ჩვენ ძალიან აღფრთოვანებულნი ვართ ამ გადაწყვეტილებით. ასეა ჩვენს რეალობაშიც და ამაში საიდუმლო არ არის და თუნდაც ის ძალიან შორეული ქვეყნები, როცა ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ და როცა ამ გადაწყვეტილებაზე მღელვარება ან სიხარული ქრება, შემდეგ ჩნდება კითხვა:

რას გვაძლევს ეს გადაწყვეტილება ჩვენს უახლოეს გარემოსთან ურთიერთობაში? როდესაც ჩვენ გვაქვს დაძაბულობა ჩვენს უშუალო გარემოში, რამდენად უწყობს ხელს ეს დაძაბულობა სტაბილურობას, მშვიდობას და ა.შ.  ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს რეგიონში და ა.შ.

აქვე ჩნდება კითხვა, სად და როგორ უნდა გავამახვილოთ ყურადღება სომხეთის სახელმწიფო ინტერესების სამსახურზე და როგორ და სად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რაც ვიცით, მათ შორის – ისტორიუი ჭეშმარიტებებსა და ამ ჭეშმარიტებებზე დაყრდნობაზე,“ – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, პერიოდი, როდესაც ეს დიდი ტრაგედია მოხდა, იყო პერიოდი, როდესაც არ არსებობდა სომხეთის რესპუბლიკა.

„დღეს არის სომხეთის რესპუბლიკა, საერთაშორისოდ აღიარებული სახელმწიფო და საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოება და კეთილდღეობა, მაგრამ ამისათვის გარკვეული პირობებია საჭირო და ამ მხრივ სომხეთი უნიკალური ქვეყანა არ არის.

ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და კარგი ურთიერთობა პირველ რიგში ჩვენს გარემოში, ჩვენს უშუალო მეზობლებთან ურთიერთობაში, რადგან მშვიდობას, რომელსაც კონკრეტული შედეგები მოაქვს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ეს არის მშვიდობა,“ – აღნიშნა ფაშინიანმა.

მსგავსი სტატიები

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

სიმბოლური შეხვედრა, რომელიც შეიძლება, ისტორიული გახდეს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *