ფაშინიანი: სომხეთის ახალი კონსტიტუცია აზერბაიჯანის მოთხოვნით არ იქმნება, მაგრამ მას რეგიონული მნიშვნელობა ექნება

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ახალი კონსტიტუცია არ იქმნება აზერბაიჯანის მოთხოვნით, თუმცა მას ექნება რეგიონული მნიშვნელობა.

მისი თქმით, ქვეყნის ახალ კონსტიტუციას, „ნამდვილი სომხეთის“ იდეოლოგიის პირობებში, სრულიად განსხვავებული მნიშვნელობა აქვს.

ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ კონსტიტუცია უნდა იყოს მოქალაქეების შეთანხმება ქვეყანაში ცხოვრების წესებისა და ურთიერთქმედების შესახებ.

„2018 წლის რევოლუციასთან ერთად, ახალი კონსტიტუციის დღის წესრიგი დადგა. ამ დროს მე ეს შეუძლებლად მივიჩნიე, რადგან 2019 წლის 9 აპრილს კონსტიტუცია, რომელიც დღეს მოქმედებს, ძალაში შევიდა. მას შემდეგ არსებობს ახალი კონსტიტუციის დღის წესრიგი, იმავე დასაბუთებით, თუმცა საფუძველი ახლა უფრო მდიდარი გახდა,“ – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

ალიევმა გასულ წელს განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა, სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ალიევის განმარტებით, თუ სომხეთი დაასრულებს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და შეიტანს ცვლილებას კონსტიტუციასა და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში, მაშინ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია.

ასევე წაიკითხეთ:

აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე

მსგავსი სტატიები

ევროკავშირი „რადიო თავისუფალი ევროპის“ მხარდასაჭერად €5.5 მილიონს გამოყოფს

ტრამპმა $175 მილიარდის „ოქროს გუმბათის“ პროექტი დაამტკიცა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *