ყაზახეთმა მინერალური სასუქების ექსპორტი რუსეთის გვერდის ავლით, ბათუმის პორტით დაიწყო

ყაზახეთმა მინერალური სასუქის, ამოფოსის პირველი პარტია ექსპორტზე ბათუმის პორტით პირველად გაიტანა.

ინფორმაციას „ყაზტრანსოილი“ ავრცელებს, რომლის შვილობილი შპს “ბათუმის ნავთობტერმინალი” ბათუმის პორტის ოპერატორი კომპანიაა.

კომპანიის ცნობით, ბათუმის საზღვაო პორტმა 3000 ტონა ყაზახური ამოფოსი გადაზიდა.

ტრანზიტი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის (TITR) ფარგლებში განხორციელდა, რომელიც რუსეთს გვერდს უვლის და ალტერნატიული დერეფანია.

კერძოდ, ყაზახეთიდან ბათუმში მინერალური სასუქების მიწოდება კასპიის ზღვის გავლით მულტიმოდალური ტრანსპორტირებით ხდება.

წელს შპს „ბათუმის საზღვაო პორტი“ 50 000 ტონა ყაზახური ამოფოსის გადაზიდვას გეგმავს.

2024 წელს TITR-ის ფარგლებში „ბათუმის საზღვაო პორტმა“ მსოფლიო ბაზრებზე 37,600 ტონა ყაზახური ამონიუმის ნიტრატის პირველი მიწოდება უზრუნველყო.

ინფორმაციისთვის, შუა დერეფანი საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტია, რომელიც ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანსა და საქართველოზე, შემდეგ კი, თურქეთსა და ევროპის ქვეყნებზე გადის. ყაზახეთი მას რუსეთის ალტერნატიულ დერეფნად იყენებს.

მსგავსი სტატიები

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

სიმბოლური შეხვედრა, რომელიც შეიძლება, ისტორიული გახდეს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *