ჩინეთმა და ყაზახეთმა აზიიდან ევროპაში საქონლის ტრანსპორტირების ახალი საკონტეინერო სერვისი აამოქმედეს

ჩინეთმა და ყაზახეთმა ახალი საკონტეინერო სერვისი აამუშავეს.

 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყაზახეთის რკინიგზა იტყობინება, რომ ჩინეთმა და ყაზახეთმა აზიიდან ევროპაში საქონლის ტრანსპორტირება გააფართოვეს. მარშრუტი იმოძრავებს ყაზახეთის, თურქმენეთის, ირანისა და თურქეთის გავლით და მომავალში უნდა უზრუნველყოს საქონლის უწყვეტი მიწოდება და ეფექტიანი კომუნიკაცია ქვეყნებს შორის.

ახალი მარშრუტი არამხოლოდ აფართოებს ცენტრალური აზიის რეგიონის სატრანსპორტო შესაძლებლობებს, არამედ, „საერთაშორისო ლოგისტიკას ხდის უფრო მოქნილს, სწრაფს და საიმედოს.“

პირველი საკონტეინერო მატარებელი უკვე გაემგზავრა ჩინეთიდან პოლონეთში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ჩინეთმა საგრძნობლად გააძლიერა ძალისხმევა რუსეთის გვერდის ავლით სატრანსპორტო გზების შესაქმნელად.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, მკვეთრად გაიზარდა შუა დერეფნის მნიშვნელობა.

ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ მარშრუტზე ტვირთების გადაზიდვის მოცულობა რამდენჯერმე გაიზარდა. 2024 წელს, შუა დერეფნის გავლით ტვირთის მიწოდების საშუალო დრო ჩინეთიდან ევროპაში იყო 19–23 დღე. 

მიუხედავად ამისა, დერეფნის მონაწილეებმა განაგრძეს მუშაობა ამ პერიოდის შესამცირებლად. საავტომობილო ტვირთი იგზავნება ამ მარშრუტით ყაზახეთის პორტიდან კურიკიდან, ხოლო კონტეინერების გადაზიდვები აქტაუს პორტიდან. შემდეგ ტვირთი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალით მიემგზავრება საქართველოში, შემდეგ  – თურქეთსა და ევროპაში.

  • მსგავსი სტატიები

    სიმბოლური შეხვედრა, რომელიც შეიძლება, ისტორიული გახდეს

    ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ერთ-ერთ სადავო ქვიშის კუნძულზე კონტროლი დაამყარა – სახელმწიფო მედია

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *