
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად 100-წლიანი პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერა ხელი. თებერვალში რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 3 წელი სრულდება, რომლის ფონზეც ევროპული სახელმწიფოები უკრაინას სამხედრო და ფინანსური დახმარების შემდგომ გაგრძელებას ჰპირდებიან.
ამ შეთანხმების ხელმოწერიდან რამდენიმე დღეში ამერიკის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიცს დადებს. ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის პირველ ვადაში ევროპას საკუთარ თავდაცვაში არასკმარისი ინვესტირებისთვის ხშირად აკრიტიკებდა, შესაძლოა მან ახალ ვადაში უკრაინის დახმარებაც შეამციროს. არჩეული პრეზიდენტი ამბობს, რომ აპირებს უკრაინაში მიმდინარე ომი სწრაფად დაასრულოს.