
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადება „ძალიან პერსპექტიულია“, მაგრამ „არ იყო სრული“. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა NATO-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინმა “ძალიან პერსპექტიული განცხადება გააკეთა, მაგრამ ის არ იყო სრული” და რომ ის მზად არის, რუსეთის პრეზიდენტთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბროს.
“იმედი მაქვს, რომ რუსეთი სწორად მოიქცევა,” – განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინასთან ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავდა. დონალდ ტრამპმა ახსენა ელექტროსადგურიც.
აშშ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინის NATO-სთან დაკავშირებულ პოზიციაზე და განაცხადა, რომ ამაზე პასუხი ყველამ იცის – „მათ პასუხი იციან 40 წელია“.
„რუსეთისგან ცეცხლის შეწყვეტის დანახვა გვსურს.
სიბნელეში არ ვმუშაობდით. უკრაინასთან განვიხილავდით მიწის [საკითხს] და მიწის ნაწილებს… საბოლოო შეთანხმების ყველა სხვა ელემენტს. ელექტროსადგურის საკითხია, ძალიან დიდი ელექტროსადგურის. ვის დარჩება ელექტროსადგური და ვის დარჩება ესა თუ ის.
ასე რომ, ეს მარტივი პროცესი არ არის, მაგრამ პირველი ფაზა ცეცხლის შეწყვეტაა… მიწის კონცეფციას განვიხილავდით, ვინაიდან, ცეცხლის შეწყვეტაზე დროის დაკარგვა არ გვსურს, თუ მას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება. ასე რომ, ჩვენ ვამბობთ – ეს არის რაც შეგიძლიათ მიიღოთ, ეს არის რაც არ შეგიძლიათ მიიღოთ. ისინი განიხილავენ ნატო-სა და ნატო-ში ყოფნას, და ყველამ იცის, რა არის ამაზე პასუხი. სიმართლე გითხრათ, მათ ეს პასუხი 40 წელია იციან.
ასე რომ, საბოლოო შეთანხმების ბევრი დეტალი რეალურად განიხილება. ახლა, ვნახავთ თანახმა არის თუ არა რუსეთი, და თუ არა – ეს ძალიან სამწუხარო მომენტი იქნება მსოფლიოსთვის,”- განაცხადა ტრამპმა.