
არ დაგვავიწყდეს, რომ ევროპის უსაფრთხოება მხოლოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს არ ეხება. ეს საკითხი ეხება ყველა ევროპელ მოკავშირეს. 2 მარტს გაერთიანებულ სამეფოში ლიდერების სამიტის მსგავსად, დღევანდელი შეხვედრაც ევროპული უსაფრთხოების მიმართ რეალისტური მიდგომის გამოვლინებად მიგვაჩნია. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს საერთო ინტერესშია, დავგეგმოთ ნაბიჯები, რათა თურქეთთან ერთად ევროპის უსაფრთხოება დავიცვათ. მნიშვნელოვანია, რომ რამდენადაც შესაძლებელია, შევინარჩუნოთ ტრანსატლანტიკური კავშირები და მივიღოთ მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი მოკავშირე ამერიკისგან.
[…] მნიშვნელოვანია, რომ შევუერთდეთ მშვიდობისთვის ევროპული ინსტრუმენტის მსგავს მექანიზმებს, რათა უკრაინა აღვადგინოთ.
განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სიტყვით მიმართვისას.