
მანვე აღნიშნა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის ომმა ახალი რეალობა შექმნა რეგიონში და რომ ბაქომ ახალი სტატუს კვო წარმოადგინა სამხრეთ კავკასიაში:
„ეს რეგიონი ჩვენ გვეკუთვნის და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რომ ტრანსფორმაცია სწორი მიმართულებით წავიდეს. ვიმედოვნებთ, რომ სომხეთიც ამას მიხვდება. ამჟამად, აზერბაიჯანი სამშვიდობო შეთანხმებზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. სომხურმა მხარემ უარი უნდა თქვას აზერბაიჯანის მიმართ პრეტენზიებზე.“
„ჩვენ გვინდა, დავინახოთ, რომ ევროკავშირი დაამტკიცებს ახალ პოლიტიკას ჩვენს რეგიონთან მიმართებით. სომხეთის შეიარაღება შეიძლება, ფრაგმენტაციის ახალი ელემენტი გახდეს,“ – აღნიშნა ჰიქმეტ ჰაჯიევმა.
მისი შეფასებით, პოსტსაბჭოთა ეპოქაში ახალი რეალობები გაჩნდა და რომ აზერბაიჯანი ამ რეალობას საიმედოდ უახლოვდება.
„ჩვენ არ ველით, რომ ვინმემ ჩამოაყალიბოს მსოფლიო წესრიგი. ჩვენ ვცდილობთ, გავაერთიანოთ ქვეყნები, რომლებსაც აქვთ საერთო შეხედულებები რეგიონზე.
„აზერბაიჯანმა იცის მის სამეზობლოში მომხდარი მოვლენების შესახებ, როგორიცაა, რუსეთ-უკრაინის ომი და მოვლენები ახლო აღმოსავლეთში. ამ რეალობის გათვალისწინებით, ჩვენ ვმუშაობთ ცენტრალური აზიისა და აზერბაიჯანის ურთიერთობების გაძლიერებაზე. ჩვენ გვაქვს ისტორიული კავშირები ამ ქვეყნებთან. თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციაც ახალი რეალობაა. საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობა შეიძლება, იყოს მაგალითი სომეხი კოლეგებისთვის. კასპიის ზღვა არ გვყოფს; ის გვაერთიანებს.“