სერბეთის ვიცე-პრემიერი ამბობს, რომ რუსული სპეცსამსახურები ეხმარებიან პროტესტის ჩახშობაში

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შოიგუ მოსკოვში შეხვდა სერბეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ვულინს და განიხილა მის ქვეყანაში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები, იტყობინებოდა რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები შაბათს.

ორივემ საპროტესტო აქციები მოიხსენია, როგორც „ფერადი რევოლუციის“ მცდელობა – ტერმინი, რომელიც გამოიყენება პროდასავლური პროტესტების აღსაწერად, რომლებმაც დაამხო მთავრობები უკრაინაში, საქართველოში და ყირგიზეთში ბოლო ათწლეულების განმავლობაში.

„დასავლური სადაზვერვო სამსახურები დგანან სერბეთში ფერადი რევოლუციის უკან და სურთ სერბეთში სხვა მთავრობის მოყვანა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ,” – ციტირებს საინფორმაციო სააგენტო TASS ვულინის სიტყვებს.

პარასკევს, ვულინმა თქვა, რომ რუსეთის ჯაშუშური სამსახურები დაეხმარნენ ბელგრადის ხელისუფლებას საპროტესტო გამოსვლებზე რეაგირებაში, რაც მთავრობის კრიტიკოსების თქმით, გამოავლინა რამდენად გახდა მოსკოვზე დამოკიდებული. შაბათს შოიგუმ თქვა, რომ ორივე ქვეყანა რეგულარულ დიალოგს აწარმოებდა და გაცვალეს ინფორმაცია “ფერადი რევოლუციების” წინააღმდეგობის ჩათვლით.

სტუდენტები, მასწავლებლების, ფერმერების და მუშახელის მხარდაჭერით, აგრძელებენ ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მთელ სერბეთში გასული წლის ნოემბრის შემდეგ, როდესაც 16 ადამიანი დაიღუპა ჭერის ჩამონგრევის შედეგად ჩრდილოეთ ქალაქ ნოვი სადში მატარებლის სადგურზე, რასაც ისინი კორუფციას უკავშირებენ.

ამ კვირის დასაწყისში, სერბეთის პარლამენტმა ოფიციალურად დაამტკიცა პრემიერ-მინისტრის მილოშ ვუჩევიჩის გადადგომა, რომელმაც გადადგომის შესახებ 28 იანვარს განაცხადა.  სერბეთის ვიცე-პრემიერმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთის ჯაშუშური სამსახურები დაეხმარნენ ბელგრადის ხელისუფლებას რამდენიმე თვის ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებზე რეაგირებაში. კრიტიკოსების თქმით, მთავრობა მოსკოვზე დამოკიდებული გახდა.

„ძალიან მადლობელი ვარ რუსეთის სპეცსამსახურების, რომლებიც ყოველთვის გვეხმარებიან ფერადი რევოლუციების წინააღმდეგ ბრძოლაში, უპირველეს ყოვლისა, ინფორმაციის საშუალებით,“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ვულინმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA-სთან ინტერვიუში.

„მათ იციან, რა საფრთხე ემუქრება სერბეთს,“ – ციტირებს რუსული სააგენტო ვულინის სიტყვებს.

 

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. „3+3“ ფორმატზე

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *