„სატარიფო ომის“ ფონზე, ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის მინისტრებმა შეხვედრა გამართეს

Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკის სატარიფო პოლიტიკის გაზრდილი ზეწოლის ფონზე, ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრები ტოკიოში ერთმანეთს შეხვდნენ.

მინისტრები დიალოგის დროს შეთანხმდნენ, რომ საჭიროა სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარება და საფუძველის მომზადება ამ ქვეყნიების ლიდერთა შესახვედრად.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ცოცხალი დისკუსია. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს იყო ნაყოფიერი შეხვედრა,” – განუცხადა იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტაკეში ივაიამ ჟურნალისტებს ჩინელ კოლეგასთან ვან ისთან შეხვედრის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ 6-წლიანი წყვეტის შემდეგ პირველი შეხვედრა გაიმართა იაპონიასა და ჩინეთს შორის, ეკონომიკურ საკითხებზე. ეს შეხვედრა მიმართული იყო იაპონიას და ჩინეთს შორის არსებული დაძაბულობის შემცირებაზე, რადგან ორივე ქვეყანა ამერიკული ტარიფების ძლიერ წნეხს აწყდება.

კითხვას, განიხილეს თუ არა აშშ-ს ტარიფები, ივაიამ უპასუხა, რომ ეს არ იყო შაბათს გამართული შეხვედრის მთავარი თემა.

ჩვენ შევთანხმდით სამხრეთ კორეასთან, რომ გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა და ასევე მკაფიო კომუნიკაცია შეერთებულ შტატებთან,” – აღნიშნა მან.

 

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. „3+3“ ფორმატზე

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *