
„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ ვიმყოფები, რათა ქართულ კომპანიებს ვესაუბრო Select USA-ს საინვესტიციო სამიტის შესახებ. სამიტი გაიმართება მაისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში. ეს არის უმაღლესი დონის ღონისძიება, რომელსაც აშშ-ის მთავრობა მართავს საერთაშორისო კომპანიებისთვის აშშ-ის ბაზრის წარდგენისა და გაცნობის მიზნით.
ეს კარგი შესაძლებლობაა ქართული კომპანიებისთვის, რათა უფრო მეტი გაიგონ შეერთებულ შტატებთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესახებ. ჩემი, როგორც ელჩის, პრიორიტეტი არის საქართველოსა და შეერთებული შტატების ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, ვინაიდან ეს სასარგებლოა როგორც ამერიკელებისთვის, ასევე – ქართველებისთვის.
გასულ წელს ამ სამიტზე მე თან ვახლდი 40 ქართველ ბიზნესმენს და ის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. სწორედ ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ წელს კიდევ უფრო მეტი ქართველი ბიზნესმენი მიიღებს მასში მონაწილეობას. ჩვენ ერთად წავალთ, მე მათ გავყვები მაისში. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან სასარგებლო გზაა აშშ-ის ბაზრის შესასწავლად,“ განაცხადა ამერიკის ელჩმა საქართველოში რობინ დანიგანმა.