ევროკავშირი სამხრეთის გაზის დერეფნის გაფართოებას მხარს უჭერს

4 აპრილს, ბაქოში გაიმართა სამხრეთის გაზის დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს მე-11 და მწვანე ენერგიის საკონსულტაციო საბჭოს მე-3 მინისტრთა შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისა და ინსტიტუტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სამხრეთის გაზის დერეფნის საკონსულტაციო საბჭომ ხაზი გაუსვა სამხრეთის გაზის დერეფნის, როგორც გადამცემი სისტემის გადამწყვეტ როლს, რომელიც აზერბაიჯანულ გაზს სულ უფრო მეტ მომხმარებელს საიმედო და კონკურენტუნარიანი გზით აწვდის. რეგიონულმა პარტნიორებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთის გაზის დერეფნის წარმატებულ ფუნქციონირებას. ეს დერეფანი მეოთხე წელია, მნიშვნელოვან წვლილს ასრულებს ევროკავშირის ენერგომომარაგების დივერსიფიკაციაში.

აზერბაიჯანმა და მისმა კომპანია SOCAR-მა 25 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე მეტი მიაწოდეს, მათ შორის – დაახლოებით 13 მილიარდი კუბური მეტრი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, რაც 2021 წლის დონესთან შედარებით, 57%-ით მეტია.

„დღევანდელი შეხვედრები ხაზს უსვამს ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას, რომელიც ენერგეტიკული უსაფრთხოების გაუმჯობესებას და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში უფრო სუფთა ენერგიაზე გადასვლას ითვალისწინებს.

მოხარული ვარ, რომ ვხედავ მრავალი პარტნიორის ინტერესს სამხრეთის გაზის დერეფნის მეშვეობით გაზის მიწოდების გაფართოებისა და განახლებადი ენერგიის ახალი სავაჭრო გზების შექმნის მიმართ.“

თავის მხრივ, აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი ამბობს, რომ ევროკავშირის ფართო მხარდაჭერა აუცილებელია სამხრეთის გაზის დერეფნის შემდგომი გაფართოებისა და მიწოდებაში ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

ამავდროულად, მწვანე ენერგიის ურთიერთდაკავშირების პროექტები გააძლიერებს ევროპის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და დააჩქარებს მდგრად ენერგიაზე გადასვლას.“

ძირითადი სხდომის ფარგლებში, მინისტრი შაჰბაზოვი და ენერგეტიკის საკითებში ევროკომისარი დენ იორგენსენი შეუერთდნენ შეხვედრას საქართველოს, რუმინეთის, უნგრეთის და ბულგარეთის მინისტრებთან, რათა შეეფასებინათ კასპიის ზღვის სანაპირო-ევროპის მწვანე ენერგეტიკული დერეფნის პროექტის ფარგლებში ბოლო დროს მიღწეული პროგრესი. 

ცნობისთვის, სამხრეთის გაზის დერეფნით აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო. კასპიის ზღვის რეგიონიდან ევროპის ქვეყნებში გაზის ტრანსპორტირება საქართველოსა და თურქეთის გავლით ხორციელდება. პროექტის ღირებულებამ პროგნოზირებულ $45 მილიარდთან შედარებით, $33 მილიარდი შეადგინა. 2022 წლის ივლისში აზერბაიჯანი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ 2027 წლისთვის, სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, გაზის მიწოდების მოცულობა გაზარდონ.

სამხრეთის გაზის დერეფანი ევროკომისიის ინიციატივაა, რომელიც კასპიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებიდან ევროპისკენ ბუნებრივი გაზის მიწოდებას უზრუნველყოფს.

მსგავსი სტატიები

ვინ არის მარინ ლეპენი, რომელიც პარიზის სასამართლომ ევროკავშირის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო

გერმანიამ რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნავთობტანკერი დააკავა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *