
ტრანსავღანური მარშრუტის განვითარებით, ცალკე გამოსაყოფია ირანის დაინტერესება, მიმდინარე ეტაპზე, ირანი ხაფი – ჰერატის რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობას აწარმოებს (იხ. სქემა), აღნიშნული მონაკვეთი თავისი დანიშნულებით საკვანძოა, და ერთგვარი “სამკაპია”, რომელიც ჰერატიდან იშლება სამ მიმართულებად და რომლის დახმარებით ტრანსავღანური მარშრუტი ერთდროულად უკავშირდება (იხ სქემა), ირანის გავლით პაკისტანის ნავსადგურ კარაჩის (სქემაზე მწვანე მიმართულება), ირანის ნავსადგურ ბენდერ – აბასს (წითელი მიმართულება) და ირანის კასპიის ზღვის სანაპიროს გავლით თურქეთს (ლურჯი მიმართულება).
თალიბების ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, ავღანეთმა თითქმის ყველა შეჩერებული რეგიონალური სატრანსპორტო პროექტი განაახლა. გააქტიურა ლაზურიტის დერეფნის ამოქმედებაზე მოლაპარაკებები, სადღეისოდ სახეზეა ავღანეთის როგორც საკვნძო მოთამაშედ სატრანსპორტო ავანსცენაზე შემოსვლის მცდელობა.
სატრანსპორტო კომუნიკაციების ასეთი განვითარებით, ავღანეთი შეიძენს რეგიონის საკვანძო მოთამაშის ფუნქციას. ამასთან, ახალი ალტერნატივების არსებობის პირობებში, ავღანეთი შეამცირებს ირანზე, პაკისტანზე და უზბეკეთზე სატრანზიტო დამოკიდებულებას.
ნებისმიერ შემთხვევაში, ტრანსავღანური მარშრუტით ყველაზე მოგებული რუსეთია, რომელიც ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ჩრდილოეთ – სამხრეთ დერეფნის გამოყენებით ინდოეთზე გასასვლელს ეუფლება.
რუსეთი ინდოეთთან და ირანთან პარტნიორობით 2000 წლიდან ჩრდილოეთ – სამხრეთ საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის პროექტს ახორციელებს, რომელსაც სამი ალტერნატიული სატრანზიტო განვითარება გააჩნია – დასავლეთით – აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით, ტრანსკასპიური – კასპიის ზღვის გავლით, აღმოსავლეთით – ყაზახეთისა და თურქმენეთის ტერიტორიების გავლით.
ტრანსავღანური მარშრუტის განვითარებით, რუსეთისათვის საკვანძო მეოთხე მარშრუტი დაემატება, რითაც იგი ცენტრალური აზიის ქვეყნებს საკუთარ ტვითნაკადების გავრცელების არეალში მოაქცევს (იხ მარშრუტების განაწილების სქემა).
ვრცლად გაეცანით სტატიას ბმულზე
მასალის პირველი ნაწილ წაიკითხეთ აქ