ბაქო საქართველოსთან „ორმხრივი პროექტების” განხორციელებას იმედოვნებს

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს.

„სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროში ეფექტიანი და წარმატებული თანამშრომლობის საფუძველი ემყარება ორ ქვეყანას შორის არსებულ ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობებს,“ – აღნიშნა სონღულაშვილმა.

„მჯერა, ჩვენ ერთად განვახორციელებთ ბევრ ორმხრივ სასარგებლო პროექტს,” – აღნიშნა გულიევმა.

  • Similar articles

    Armenia joins Ashgabat Agreement on Transport Corridor

    Armenia supports UN resolution condemning Russian aggression

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *

    en_GB