Trump approves $1.4 trillion "Golden Dome" project

დონალდ ტრამპმა 175 მილიარდი დოლარის ღირებულების „ოქროს გუმბათის“ პროექტი დაამტკიცა.  ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს ჩვენს სამშობლოს დაიცავს. „ოქროს გუმბათი“ რონალდ რეიგანს მრავალი წლის წინ სურდა, მაგრამ მაშინ მათ ტექნოლოგია არ ჰქონდათ,“ – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „ოქროს გუმბათის“ თავდაცვითი ფარი მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე უნდა ამოქმედდეს და შესაძლოა, პროგრამას კანადაც შეუერთდეს.

აშშ-ის პრეზიდენტმა „ოქროს გუმბათის“ რაკეტსაწინააღმდეგო პროექტის ხელმძღვანელად აშშ-ის კოსმოსური ძალების გენერალი, მაიკლ გეტლეინი დანიშნა.

Similar articles

EU to provide €5.5 million in support to Radio Free Europe/Radio Liberty

ზელენსკის თქმით, რუსეთი ომისა და ოკუპაციის გაგრძელების მიზნით, დროის მოგებას ცდილობს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

en_GB