ყაზახეთი საქართველოს გავლით საკონტეინერო გადაზიდვებს გაზრდის

ყაზახეთის ქალაქ აქტაუს პორტი 2025 წელს გაფართოვდება, იტყობინება Report ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით. საზღვაო ტრანსპორტის გავითარების მიზნით, აქტაუს პორტში საკოინტეინერო ჰაბის მშენებლობა დაიწყო, რაც მის გამტარუნარიანობას წელიწადში 240 000 TEU-მდე გაზრდის.

ეს გააძლიერებს ყაზახეთის პოზიციებს საერთაშორისო ლოგისტიკურ ასპარეზზე და საშუალებას მისცემს მას, გაზარდოს საკონტეინერო გადაზიდვები ტრანსკასპიის მარშრუტზე აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით, ასევე, გადამისამართება ჩინეთიდან შემოსული სატრანზიტო ტვირთის ნაწილი ევროპაში,“ იუწყება სამინისტრო.

უწყების ცნობით, პორტში დაგეგმილია  შესაბამისი სამუშაო, რაც გაზრდის მისი ტერმინალის გამტარუნარიანობას და უფრო ეფექტიანს გახდის კონტეინერების ტრანსპორტირებას.

Similar articles

Cooperation within the Middle Corridor would be especially important if Georgia were connected to Koper by sea – Slovenia

ირანი TRACECA-ს ფარგლებში, ირან-აზერბაიჯან-საქართველოს სატრანზიტო დერეფნის შექმნას გეგმავს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

en_GB