Czech Senate Foreign Affairs Committee adopts resolution on Georgia

ჩეხეთის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასა და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას მოითხოვს. შესაბამისი რეზოლუცია ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატის, სენატის ვებგვერდზეა განთავსებული.

კერძოდ, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის რეზოლუცია უკავშირდება “საქართველოში მიმდინარე პროტესტებს, უსამართლო არჩევნებს მოყოლილ კონსტიტუციურ და პოლიტიკურ კრიზისს, მზარდ რეპრესიებსა და ადამიანის უფლებების დარღვევებს.”

რეზოლუცია, ასევე, რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას.

“[ჩეხეთის მთავრობამ] მოითხოვოს საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა, რაც ქვეყანაში მიმდინარე კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია და მისი ჩატარება ევროკავშირის, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და სხვა ინსტიტუტების შესაბამისად;

[ჩეხეთის მთავრობამ] მოითხოვოს ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, მათ წინააღმდეგ გამოძიებებისა და დევნის შეწყვეტა, შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების აღდგენა, არადემოკრატიული კანონების გაწვევა, რომლებიც გავლენას ახდნენ მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე, სიტყვის თავისუფლებაზე და საჯარო მოსამსახურეებზე;

[ჩეხეთის მთავრობამ] მოითხოვოს პოლიციის, სასამართლოებისა და პროკურორების მიერ კანონის დარღვევის ყველა შემთხვევის გამოძიება;

[ჩეხეთის მთავრობამ] მნიშვნელოვნად შეავსოს და გაზარდოს ჩეხეთის რესპუბლიკის ინდივიდუალური სანქციების სამიზნე პირების სია, მათი მონაწილეობისთვის რეპრესიებში და სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებაში, მათ შორის პოლიციის ოფიცრებისთვის, პროკურორებისთვისა და მოსამართლეებისთვის, ისევე როგორც პროპაგანდისტებისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლობის პირებისთვის და მეწარმეებისთვის, რომლებიც ეხმარებიან მმართველ პარტიას სახელმწიფოს მიტაცებაში;

[ჩეხეთის მთავრობამ} გააფართოოს სანქციები პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მფლობელებსა და წარმომადგენლებზე, და პროპაგანდისტული ონლაინ კონტენტის შემქმნელებზე,” – ნათქვამია რეზოლუციაში.

 

Similar articles

EU to provide €5.5 million in support to Radio Free Europe/Radio Liberty

Trump approves $1.4 trillion "Golden Dome" project

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

en_GB