შუა დერეფნით ტვირთის გადაზიდვის მოცულობა იზრდება

2024 წელს ჩინეთიდან შუა დერეფნით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 2023 წელთან შედარებით, 25-ჯერ გაიზარდა და მისმა მოცულობამ 27 000 კონტეინერს გადააჭარბა, იტყობინება Report, აზერბაიჯანის რკინიგზის CJSC (ADY) ინფორმაციაზე მითითებით.

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ასევე ცნობილი როგორც შუა დერეფანი, არის საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც გადის ჩინეთში, ყაზახეთში, კასპიის ზღვის ზონაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და შემდგომში გადაჭიმულია თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში. ამ დერეფნის ნაწილია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა.

მსგავსი სტატიები

შუა დერეფნის ფარგლებში თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნებოდა, თუ საქართველო კოპერს ზღვით დაუკავშირდებოდა – სლოვენია

ირანი TRACECA-ს ფარგლებში, ირან-აზერბაიჯან-საქართველოს სატრანზიტო დერეფნის შექმნას გეგმავს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ka_GE