
შიშს არავითარი აზრი არ აქვს!
მაინც დამარცხდები. ამ თუ სხვა გზით, შენ მაინც დამარცხდები!
შენ დამარცხდები ჩვენი სიმართლის, სიმამაცის, თავმდაბლობისა და გულწრფელი ღიმილის წინაშე!
ჩემო ძვირფასო ერო, არასოდეს მოიწყინო, არასდროს დაიმწუხრო და არასდროს დაკარგო იმედი.
ჩვენ ერთად მოვიშორებთ ამ იერიშს ჩვენს დემოკრატიაზე, ამ შავ ლაქას.
არც თუ ისე შორსაა დღეები, როდესაც ამ პროცესის მეთაურები როგორც ამ ქვეყნად, ისე იმ ქვეყნად ყოვლისშემძლე უფლის წინაშე აგებენ პასუხს.
მოვუწოდებ ჩემს 86 მილიონ მოქალაქეს, მივიდნენ საარჩევნო ყუთებთან და აცნობონ მთელ მსოფლიოს, როგორ ვიბრძვით დემოკრატიისა და სამართლიანობისთვის.
ვდგავარ მტკიცედ და არასდროს მოვიდრეკ მუხლს!
ყველაფერი ძალიან კარგად იქნება…
წერს სტამბოლის მერი და ოპოზიციონერი ლიდერი, ეკრემ იმამოღლუ თავის სოციალურ ქსელში.
იმამოღლუ კორუფციისა და ტერორიზმის ბრალდებით 19 მარტს დააკავეს.
მერის დაკავების გასაპროტესტებლად თურქეთის თორმეტზე მეტ ქალაქში, მათ შორის, სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში, მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
ეკრემ იმამოღლუს დაკავების საწინააღმდეგო აქციებზე თურქეთის პოლიციამ 323 ადამიანი დააკავა.