ევროკავშირის პრიორიტეტები სამხრეთ კავკასიაში

ევროკავშირი არ აპირებს ახალი „გამყოფი ხაზების“ შექმნას სამხრეთ კავკასიაში, განაცხადა მაგდალენა გრონომ, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში. აზერბაიჯანულ Report-თან ინტერვიუში მან ხაზი გაუსვა, რომ „ევროკავშირი მტკიცედ არის ერთგული ამ სტრატეგიული რეგიონის.

„რაც შეეხება აღქმას, ასევე შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირი არ აპირებს ახალი გამყოფი ხაზების შექმნას, „ნულოვანი ჯამის თამაშებში“ ჩართვას ან რეგიონში „ფარული დღის წესრიგის“ პოპულარიზაციას,“ – აღნიშნა გრონომ ინტერვიუში.

მაგდალენა გრონომ ხსენებულ პოსტზე შეცვალა ესტონელი დიპლომატი ტოივო კლაარი, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე პირველად 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა.

ჩეხი მაგდალენა გრონო (ფრიჩოვა) სამხრეთ კავკასიის რეგიონის სპეციალისტია, დიდი ხნის განმავლობაში იყო საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორი. აღსანიშნავია, რომ მაგდალენა გრონო, რომელიც საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა და ქართულ ენასაც კარგად ფლობს, კარგად იცნობს საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას.

რა საკითხებე ისაუბრა მან აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში, „საგარეო პოლიტიკა“ გთავაზობთ ინტერვიუს თარგმანს.

როგორია აზერბაიჯან-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების გზები? რა ნაბიჯები უნდა გადადგან მხარეებმა? დიპლომატი ამ შეკითხვასაც პასუხობს:

– ჩემი კონტაქტები აზერბაიჯანელ კოლეგებთან ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში განვითარდა; EUSR-ის როლის შესრულებამდე მქონდა შესაძლებლობა, მემუშავა პრეზიდენტ მიშელის მთავარ დიპლომატიური მრჩევლად და ასევე, პრეზიდენტ ტუსკის საგარეო პოლიტიკის მრჩევლად. მჭიდროდ ვთანამშრომლობდი აზერბაიჯანელ კოლეგებთან და მქონდა შესაძლებლობა, მენახა ევროკავშირ-აზიის ურთიერთობების ტრაექტორია. ბაქოში ჩემი ბოლო ვიზიტის დროს, ყურადღებით მოვისმინე ჩემი თანამოსაუბრეების პოზიციები, მათი ხედვა ჩვენი თანამშრომლობის მიმართ და ასევე მათი ზოგიერთი წყენა. ყველა ეს მესიჯი ბრიუსელში ევროკავშირის ახალ ხელმძღვანელობას მივაწოდე. მოლოდინი მაქვს, რომ ეს გაცვლები გაგრძელდება უახლოეს თვეებში, რომ რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ საერთო გაგებას.

– სამხრეთ კავკასია მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და ამიტომ, ეს არის რეგიონი, სადაც სხვადასხვა ინტერესის შეჯახება და დაძაბულობაა. როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი, როგორი იქნება თქვენი წვლილი ამ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის?

„გავაგრძელებთ პარტნიორებთან მუშაობას მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად, ევროკავშირის სხვა შესაბამის სტრუქტურებთან ერთად, ორმხრივი ნორმალიზაციის პროცესის მხარდაჭერით კავშირის და ჰუმანიტარული საკითხების სფეროებში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, რომელსაც ბაქო და ერევანი მოითხოვენ. ჩვენ ასევე გვსურს, მხარი დავუჭიროთ ნორმალიზაციას უფრო ფართო საზოგადოებრივი გაგებით.“

ზოგადად, რა არის თქვენი პრიორიტეტები სამხრეთ კავკასიის მიმართ პოლიტიკაში? რა განსხვავებას დავინახავთ თქვენს საქმიანობაში თქვენი წინამორბედის მიერ განხორციელებულ პოლიტიკასთან შედარებით?

– როგორც EUSR, მე მაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკური მიზნები და მანდატი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ. ევროკავშირის ოჯახის სხვა აქტორებთან ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ კოორდინირებულ და პროაქტიულ მიდგომას სამხრეთ კავკასიის მიმართ.

ევროკავშირის საქმიანობას ზოგჯერ აკრიტიკებენ აზერბაიჯანთან და სომხეთთან ურთიერთობის კონტექსტში. რა ნაბიჯები იდგმება ან იგეგმება მხარეებთან დაბალანსებული პოლიტიკის შესანარჩუნებლად?

– ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ ნებისმიერ კრიტიკას ან განსხვავებულ შეხედულებებს და ვცდილობთ, გავიგოთ, რა წყენა შეიძლება, იყოს და რა იმალებოდეს მათ უკან. ჩვენ ვცდილობთ, გავერკვიოთ პოტენციურ მცდარი წარმოდგენებში, მაგრამ ასევე თანაბრად ვართ მოწოდებულნი, რომ ნებისმიერ შესაძლო დეზინფორმაციას გავუმკლავდეთ. ჩემი მტკიცე განზრახვაა, გავაქარწყლო ნებისმიერი შესაძლო არასწორი წარმოდგენა მხარეებთან, გამჭვირვალე, გულწრფელ და უწყვეტ დიალოგში ჩართვის გზით. მოგეხსენებათ, ჩემი ოფისი ყოველდღიურად არის კონტაქტზე ორივე ქვეყანაში, სხვადასხვა აქტორთან.

გვაქვს კონტაქტების მნიშვნელოვანი ქსელი, იქნება ეს ხელისუფლების წარმომადგენელი, სამოქალაქო საზოგადოება, ადგილობრივი ექსპერტი თუ საერთაშორისო სტრუქტურა, რომლებიც ადგილზე მუშაობენ. ეს საშუალებას გვაძლევს, დეტალურად გავიგოთ ადგილზე არსებული ვითარება და შევაფასოთ სხვადასხვა ტენდენცია.

მსგავსი სტატიები

საქართველო შავი ზღვის რეგიონის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია – ჰოჯესი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *