
ლიეტუვა ოფიციალურად 6 მარტს გამოვიდა საერთაშორისო კონვენციიდან, რომელიც კასეტური საბრძოლო მასალის შეძენას კრძალავს, გამოყენებას და წარმოებას კრძალავს. სეიმმა ამ კონვენციიდან გასვლას გასული წლის ივლისში დაუჭირა მხარი.
შესაბამისი დოკუმენტები კი, გაეროს წარუდგინა. ლიეტუვა აცხადებს, რომ რუსეთი იყენებს ამ იარაღს და ყველა საშუალებაა საჭირო პოტენციური აგრესორის შესაჩერებლად.
სამხედრო კონფლიქტებში ამ საბრძოლო მასალის გამოყენების კრიტიკოსები ამბობენ, რომ მათი კონტროლი რთულია და არაპროპორციულ რისკს წარმოადგენს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის. ლიეტუვის ოფიციალური პირები კი, პირობას დებენ, რომ შეძლებისდაგვარად შეამცირებენ ამ იარაღის პოტენციურ ნეგატიურ ზემოქმედებას. ლიეტუვა ასევე განიხილავს ოტავის კონვენციიდან გასვლას, რომელიც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმებს აკრძალავს.