მარკო რუბიოს პირველი განცხადება საქართველოზე

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ტრამპის მეორე ვადით არჩევისა და ახალი ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს საქართველოსთან დაკავშირებით.

21 მაისს, თბილისის დროით 18:45 საათზე,  რუბიო აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის, წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოდიოდა, როდესაც მას საქართველოსთან დაკავშირებით ჰკითხეს

მარკო რუბიოს კითხვა „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაუსვა.

მან ისაუბრა „არჩევნების გაყალბებაზე“, ასევე, ჩინეთის ინტერესების სანაცვლოდ ამერიკულ მხარესთან ორგანიზაციების ასოცირების „კრიმინალიზაციაზე“, მიმდინარეო საპროტესტო დემონსტრაციებზე.

„200 დღეა, თავისუფლებისმოყვარე ქართველები ყოველდღე გმირულად გამოდიან ქუჩაში, უჭირავთ ამერიკის დროშები, თან ატარებენ პრეზიდენტის [ტრამპის] ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახდევინოს ანტიამერიკულ „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის სახელით“?

რადიო თავისუფლების თარგმანის თანახმად, სახელმწიფო რუბიოს პასუხი ასეთი იყო:

„დავუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი, – [უპირველესია] აშშ-ის მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. ასე რომ, ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს: „არის ჩვენი ინტერესი, რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაშია მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილში? და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს.

ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ ვარიანტებს და დამატებით ვარიანტებს. დღეს კონკრეტულად რას ვგეგმავთ, ჯერჯერობით ვერ გამოვაცხადებ. თუმცა, შემიძლია, გითხრათ, რომ ეს არის საკითხი, რომელიც განიხილება.

კიდევ ერთხელ, ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რატომ ვაპირებთ, მივმართოთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ ოფისებს ადგილზე, რათა მათ მოგვცენ რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რა ზომებზე ექნება მთავრობას – ანტიამერიკულ მთავრობას – რეაგირება.“

კონტექსტი

ირაკლი კობახიძემ 13 მაისს ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცეპრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს.

კობახიძის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციას არ უპასუხია მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მიწერილ წერილზე, რომელშიც „გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებაზე.“

კობახიძემ 21 მაისს განაცხადა, რომ წერილზე „არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია.“

მან კიდევ ერთხელ უწოდა „მტრული აქტი“ წარმომადგენელთა პალატის მიერ მეგობარი აქტის მიღებას.

 

მსგავსი სტატიები

ევროკავშირი „რადიო თავისუფალი ევროპის“ მხარდასაჭერად €5.5 მილიონს გამოყოფს

ტრამპმა $175 მილიარდის „ოქროს გუმბათის“ პროექტი დაამტკიცა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *