
გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებით, თუ მიმდინარე კვირაში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით პროგრესი არ იქნება, ევროკავშირი მზად არის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცროს.
„ველოდებით პუტინის თანხმობას და ვთანხმდებით, რომ თუ ამ კვირაში რეალური პროგრესი არ იქნება, ჩვენ გვინდა, ვიმუშაოთ ევროპულ დონეზე, რათა მნიშვნელოვნად გავამკაცროთ სანქციები,” – აღნიშნა მერცმა საბერძნეთის პრემიერმინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროკავშირი განიხილავს სანქციების დაწესებას ენერგეტიკისა და ფინანსურ სფეროებზე.
11 მაისის ღამის განცხადებაში პუტინმა უკრაინას 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებების უპირობო განახლება შესთავაზა, რითაც რუსეთმა უარი თქვა უკრაინისა და დასავლეთის მიერ შეთავაზებულ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე. 11 მაის აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დაუყოვნებლივ უნდა დათანხმებულიყო შეთავაზებას.
11 მაის უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიუთითა, რომ რუსეთისგან 12 მაისს ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედებას ელოდა და 15 მაისს პირადად შეხვდებოდა პუტინს თურქეთში, თუ ის გამოცხადდებოდა.
თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპმა უკრაინასა და რუსეთს წაუყენა ულტიმატუმი, რომ საჭიროა მოლაპარაკებებში პროგრესის მოიღწევა, წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლობის პროცესს დატოვებს.