
საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა დასვენების დღეების რაოდენობით. ქვეყნის შრომის კოდექსი ითვალისწინებს 18 დღეს დასვენების დღედ, მხოლოდ სომხეთს აქვს მეტი – წელიწადში 22 დღე დასვენების დღე.
საქართველოში დასვენების 18 დღიდან 10 რელიგიური დღესასწაულია, ხოლო 8 – საერო.
წელიწადში 52 კვირაა, რაც სულ 104 დასვენების დღეს ნიშნავს.
კანონმდებლობის თანახმად, შაბათ-კვირა არდადეგებად ითვლება და ამ დროს სახელმწიფო უწყებებისა და კომპანიების უმეტესობა დაკეტილია. თუ ამას დავუმატებთ საერო და რელიგიურ დღესასწაულებს, რომელთაგან სულ 18-ია, გამოდის, რომ საქართველოში დასაქმებულები 122 დღეს – წლის მესამედს ატარებენ შვებულებაში.