ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა საზღვრის დემარკაციის შეთანხმება გააფორმეს

ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა საზღვრის დემარკაციის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმებას ხელი ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჯაფაროვმა და ტაჯიკეთის პრეზიდენტმა, ემომალი რახმონმა ბიშკეკში მოაწერეს ხელი.

ორ ქვეყანას შორის არსებულ სადავო ტერიტორიებზე დაპირისპირების გამო ბოლო წლებში ათობით ადამიანი დაიღუპა. 2021-2022 წლებში არაერთი დაპირისპირება მოხდა ყირგიზეთის ქალაქ ბატკენთან.

შეთანხმებას ხელი ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჯაფაროვმა და ტაჯიკეთის პრეზიდენტმა, ემომალ რაჰმონმა ბიშკეკში მოაწერეს ხელი.

შეთანხმების მიხედვით, ხელახლა გაიხსნება ორ ქვეყანას შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები, რკინიგზა და საჰაერო მიმოსვლა, რაც 2022 წელს ექვსდღიანი კონფლიქტის შემდეგ შეჩერებული იყო.

2022 წლის სექტემბერში ყირგიზეთ-ტაჯიკის სასაზღვრო შეტაკებისას ყირგიზეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მისი 63 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ტაჯიკეთმა 41 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა. შეტაკების დროს დაღუპულთა ნათესავებთან და მეგობრებთან საუბრის შემდეგ, რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური იტყობინებოდა, რომ ტაჯიკეთის 81 მოქალაქე დაიღუპა. ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ხელისუფლებამ ერთმანეთი აგრესიაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც მხარეებმა შეტაკებებში მძიმე არტილერია და ნაღმტყორცნები გამოიყენეს.

სასაზღვრო დავის მოგვარების მიზნით, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა 2023 წლის აპრილში პროტოკოლი გააფორმეს.

მსგავსი სტატიები

მაკა ბოჭორიშვილი ე.წ. „3+3“ ფორმატზე

ბერლინი შუა დერეფნის სტრატეგიულ ღირებულებაზე მიუთითებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *