
შვედეთის პარლამენტის წევრის, გუსტავ გოტბერგის განცხადებით, შვედეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფმა მიიღო გადაწყვეტილება, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველანაირი ტიპის კონტაქტი საქართველოს პარლამენტთან.
„ჯგუფი არ ეთანხმება ახალი პრეზიდენტის არაკონსტიტუციურად დანიშვნას და გამოდის მოწოდებით, საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს“, – აცხადებს გოტბერგი, რმელიც შვედეთ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის წევრია.
„ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ“, – წერს შვედი პარლამენტარი.