
პრინცი უილიამი ესტონეთში ჩავიდა, რათა მხარი დაეჭირა გაერთიანებული სამეფოს ჯარებისთვის – ეს ამჟამად ბრიტანეთის არმიის ყველაზე დიდი ოპერატიული განლაგებაა საზღვარგარეთ, რომელიც ბალტიის ქვეყნებს რუსეთის საფრთხისგან იცავს.
სამხედრო სასწავლო ზონაში, პრინცი ჯარისკაცებსა და სამხედრო ტექნიკას ეწვია, რომლებიც NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგს რუსეთისგან მომდინარე საფრთხისგან იცავენ კოლექტიური უსაფრთხოებისა და თავდაცვის ფარგლებში.
„თუ სამეფო ვიზიტები ერთგვარი მესიჯის გაგზავნაა, მაშინ უელსის პრინცის ეს ჟესტი, ერთ-ერთი ყველაზე პირდაპირი უნდა იყოს,“ წერს BBC.
პრინცი უილიამი შეხვდა და გაესაუბრა ფრანგ და ესტონელ ჯარისკაცებსაც.
ესტონეთში ორდღიანი მოგზაურობის დროს, პრინცმა უილიამმა 900 ბრიტანელი ჯარისკაცი, მათ შორის, მერსიანის პოლკის ჯარისკაცები მოინახულა.